ფაფუკი ბისკვიტის საიდუმლო რეცეპტი

1226

ზამთრის ცივ ამინდში ცხელი ყავა და გემრიელი ბისკვიტი ის არის, რაცყველას სჭირდება.

დღეს მე ბისკვიტის ისეთ რეცეპტს გაგიზიარებთ, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის.

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • 120გ შაქარი
  • 15გ ვანილი
  • 120გ ფქვილი
  • 40მლ რძე
  • 40მლ მცენარეული ზეთი
  • მარილი

მომზადება

1.შაქარს დაუმატეთ ვანილი და კარგად მოურიეთ. ცალკე ჭიქაში მოათავსეთ მცენარეული ზეთი და რძე.

2.განაცალკევეთ ცილა და გული. ცალკე ჯამში მოათავსეთ კვერცხის გული, მარილი და ათქვიფეთ მიქსერით.

3.როცა ცილა ქაფად იქცევა, მოუმატეთ სიჩქარეს და ნელ-ნელა ჩაყარეთ შაქარი.

4.დაუმატეთ კვერცხის გული. მოურიეთ ნიჩბით წრიული თანაბარი მოძრაობებით. მოაყარეთ ფქვილი და მოურიეთ.

5.მცენარეულ ზეთს დაუმატეთ რძე და მოურიეთ. ამ მასას დაუმატეთ ცომი 3 ნაწილად. ურიეთ წრიული მოძრაობებით.

6.ჩაასხით ცომი ფორმაში. ნელა ჩაასხით, რათა ჟანგბადის ბუშტები გამოიყოს. წრიული მოძრაობებით მოურიეთ ხის წკირით.

7.გამოაცხეთ 170 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!