გემეილი და ნაზი ტორტი, რომეილიც მზადდება უსწრაფესად.
ინგრედიენტები უბრალოა. ტორტი ნამდვილი ოცნებაა.
ინგრედიენტები
- ორცხობილა 400გ
- წყალი 200მლ
- ჟელატინი 2-3 სუფრის კოვზი
- არაჟანი 20% 500-600გ
- შაქარი 250გ
- კაკაო
მომზადება
- ჟელატინს მოასხით წყალი და დაელოდეთ.
- ღრა ჯამში მოათავსეთ არაჟანი.
- მოაყარეთ შაქარი და სილიკონის ნიჩბით მოურიეთ.
- ამოფუებული ჟელატინი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე.
- გამღვალი ჟელატინი ჩაასხით არაჟნის მასაში.
- კარგად მოურიეთ.
- ამ მასას დაუმატეთ ორცხობილა.
- კარგად მოურიეთ და დროებით გვერდზე გადადეთ.
- ფორმა ამოფინეთ ქაღალდით.
- ორცხობილის მასა გადაიტანეთ ფორმაში.
- დააფარეთ გამოსაცხობი ქაღალდი და მაცივარში მოათავსეთ 40-45 წუთი.
- ამასობაში მოვამზადოთ ჭურჭელი, უმჯობესია გამოვიყენოთ შუშა.
- დესერტი მოათავსეთ მომზადებულ ფორმაში.
- მოაყარეთ კაკაო.
გემრიელად მირთვით!