უნაზესი ტორტი ორცხობილით და არაჟნით. გამოცხობა არ სჭირდება

424

სწრაფ დესერტებზე უკეთესი არაფერია. ცხობა და ცომის მომზადება არ სჭირდება. დღეს სწორედ ასეთ რეცეპტს გიზიარებთ. პროგრამაშია ორცხობილის და არაჟნის ტორტი ცხობის გარეშე. იდეალური დესერტია დასვენების დღეებისთვის.

Gastronomia.ge–ს რედაქცია მარტივ და სწრაფ რეცეპტს გიზიარებთ.

ტორტი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები:

  • 150 გ ორცხობილა
  • 500 მლ არაჟანი
  • 1-2 ბანანი
  • 80 გ შაქარი
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • 6 მანდარინი

მომზადების წესი:

1. დაგჭირდებათ საცხობი ფორმა. ძირსა და გვერდებზე პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. თუ არ გაქვთ ფორმა, რომელსაც გვერდები ეხსნება, სასალათეში გააკეთეთ, შემდეგ ტორტი გადმოატრიალეთ. ჩვენ ხომ არაფერს ვაცხობთ.

2. ტორტის საფუძველი ორცხობილაა. ნებისმიერი გამოგადგებათ. მაგალითად, კრეკერი ან ფხვიერი ორცხობილა. გალეტის ან თაფლაკვერის გამოყენებას არ გირჩევთ. ორცხობილა პატარა ნაჭრებად დატეხეთ.

3. კრემი გააკეთეთ. სქელი და ცხიმიანი არაჟანი პატარა თასში გადაიტანეთ, შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. ვანილი დაუმატეთ და აურიეთ.

4. ბანანი ჩანგლით დაჭყლიტეთ. ერთი დიდი ან ორი პატარა ბანანი დაგჭირდებათ. ბანანიც არაჟანს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ორცხობილა და არაჟნის მასა კარგად აურიეთ. ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ ერთმანეთში გაიჟღინთოს.

5. ამ დროში მანდარინი გათალეთ და შუაზე გაჭერით, რომ ძალიან სქელი რგოლები არ გამოვიდეს. მანდარინები ფორმის ძირსა და გვერდებზე დააწყვეთ. არაჟნის მასა ზემოდან დაასხით. პირველი ფენა ჩატუმბეთ ისე, რომ ნარევმა მანდარინებს შორის სივრცე შეავსოს. ტორტი 2 საათით მაცივარში შეინახეთ.

ტორტი მზადაა. ისღა დაგრჩენიათ, ფინჯანი არომატული ყავა მოადუღოთ და შესანიშნავი დესერტით ისიამოვნოთ. მისი ნაზი გემო მთელი დღე განწყობას შეგიქმნით.