უთხელესი ცომი ფილო შინაურ პირობებში: მოამზადეთ ერთხელ და ჩვეულ რეცეპტებს არ დაუბრუნდებით

3481

როდესაც საფუარის ან ფენოვანი ცომისგან მომზადებული კერძები გბეზრდება, დროა, აღმოაჩინო ცომის ახალი რეცეპტები. თუმცა, არჩევანი იმდენად დიდია, რთულია გაიგო, რომელს მიანიჭო უპირატესობა. ამ შემთხვევაში უმჯობესია მიენდო სხვა ქვეყნების ტრადიციული სამზარეულოს ვარიანტებს.

მაგალითად, მარტივად მოსამზადებელი და გამოსაყენებელი ცომი ფილო, რაც ბერძნულად ქაღალდს ნიშნავს. ის თითქმის გამჭვირვალეა და შესანიშნავია სხვადასხვა ხემსებისთვის.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფქვილი
  • 240 მლ წყალი
  • 1 კვერცხი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი

მომზადება

  1. ღრმა თასში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი, კვერცხი, წყალი და მოზილეთ მკვრივი ცომი.
  2. მზა ცომს დაუმატეთ ზეთ, კარგად მოზილეთ კიდევ ერთხელ და შედგით მაცივარში 1 საათით.
  3. გამოიღეთ ცომი, დაყავით რამდენიმე ნაწილად და გააბრტყელეთ, სანამ პერგამენტის ქაღალდს არ დაემსგავსება.

შიგთავსის სახით სასურველია რბილი ინგრედიენტები გამოიყენოთ, მაგრამ იხელმძღვანელეთ საკუთარი გემოვნების მიხედვით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!