უზბეკმა დიასახლისმა წყალზე კვერების მომზადება მასწავლა. პურს აღარ ვყიდულობ

1232

ახალი რეცეპტების გამოცდა და რაიმე საინტერესოს მომზადება ძალიან მიყვარს. ახლახანს წყალზე და საფუარზე მომზადებული კვერების უზბეკური რეცეპტი ვნახე და მაშინვე ცდა გადავწყვიტე. არ მინანია! ფაფუკი, არომატული და წარმოუდგენლად გემრიელი კვერები გამოვიდა. უკვე 1 კვირაა ნაყიდი პურისა და ფუნთუშების ნაცვლად მივირთმევ. Gastronomia.ge–ს რედაქცია ამ საოცარი კვერების რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 600 გ ფქვილი
  • 300 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 ჩ/კ საფუარი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ რძე
  • კვერცხის გული
  • სეზამის თესლი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ფქვილი გაცერით. შაქარი და მარილი დაუმატეთ.

2. ნარევს საფუარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და თბილი წყალი დაუმატეთ.

3. ახლა მცენარეული ზეთი დაუმატეთ და ცოტა წებოვანი ცომი მოზილეთ.

4. პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას 1 საათით გააჩერეთ, რომ ამოვიდეს.

5. ფაფუკი ცომი უნდა მიიღოთ. 6 თანაბარ ნაწილად გაყავით. თითოეული დაამრგვალეთ და კიდევ 15 წუთით გააჩერეთ.

6. ამ დროში კვერცხის გული და რძე აურიეთ. ცომიდან კვერები გააკეთეთ, ზემოდან კვერცხის გულის და რძის ნარევი წაუსვით და სეზამის თესლი მოაყარეთ. ახლა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.

გირჩევთ, მაშინვე ორმაგი პორცია გააკეთოთ, რადგან კვერები წარმოუდგენელი სისწრაფით ქრება. ნეიტრალური გემოს წყალობით მარილიან კერძებს და ჩაის შეგიძლიათ მიაყოლოთ. მურაბასთან ერთად კიდევ უფრო გემრიელია. ასეთი ცომეული შეგიძლიათ ყოველდღე გამოაცხოთ, რადგან ინგრედიენტების და დროის კუთხით ეკონომიურია.

ჩემთვის შინაურული ცომეული სიმშვიდესა და სიმყუდროვესთან ასოცირდება. მას შეუძლია რთულ დროშიც განუგეშოთ და იმედი გაჩუქოთ. დაე, ამ საოცარმა კვერებმა თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები გაგახაროთ.