უგემრიელესი ჩეხური ხაჭოს ტორტი

1869

ჩეხეთში ძალიან უყვართ ნამცხვრები. ჩეხური ტორტები ძალიან ლამაზი და გემრიელია. ფაქტობრივად, ყველა რესტორანში აღმოაჩენთ განსაკუთრებულ დესერტებს. სწორედ ასეთ ერთ-ერთ ვარიანტს წავაწყდი პრაღაში მოგზაურობისას და რეცეპტიც ჩამოვიტანე.

მას შეიძლება ცნობილი ჩეხური მედოვიკის მოდიფიკაცია ვუწოდოთ. ეს გახლავთ ძალიან ნაზი ხაჭოს ტორტი, რომელიც არომატულ თაფლის ფენებს, ხაჭოს უნაზეს კრემსა და შოკოლადის მინანქარს ითავსებს.

ინგრედიენტები

  • 3,5 ჭიქა ფქვილი
  • 350 გრ კარაქი
  • 10 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჭიქა რძე
  • 5 კვერცხი
  • 6 ს.კ. თაფლი
  • 2 ც ვანილის პუდინგი
  • 200 მლ ნაღები
  • 150 გრ რძიანი შოკოლადი
  • 1,5 ჩ.კ. ჟელატინი

მომზადება

1. მოამზადეთ ცომი: შეურიეთ ფქვილი, სოდა, 4 ს.კ. შაქარი 100 გრ კარაქი, 2 კვერცხი, 0,5 ჭიქა რძე და 6 ს.კ. თაფლი. მოზილეთ ცომი და გაყავით 3 ნაწილად.

2. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, გააბრტყელეთ სამივე ნაწილი და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში თითეული.

3. გაცერით ხაჭო, დააბლენდერეთ და დაუმატეთ კარაქი, შაქარი, დადგით ნელ ცეცხლზე და მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, ურიეთ მუდმივად.

4. ცივ ფენებს წაუსვით ცხელი კრემი და გააცივეთ.

5. სანამ ტორტი ცივდება, მოამზადეთ მინანქარი. დაასხით ჟელატინს წყალი და დადგით ცოტა ხნით. ქვაბში ჩაასხით 30%-იანი ნაღები, დაუმატეთ დამტვრეული შოკოლადი, წამოადუღეთ.

6. როდესაც შოკოლადი ბოლომდე დადნება, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ჟელატინი და მოასხით ტორტს. შემდეგ შედგით მაცივარში.

სადღესასწაულო ტორტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული მოსართავები. გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!