ბებოს გამომცხვარი ნამცხვრის სუნი – საუკეთესო ბავშვობის მოგონებაა. ბებიაჩემს ძალიან უყვარდა ცხობა, ამიტომაც ხილის შიგთავსის მქონე ნამცხვრებით მუდმივად გვახარებდა.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- 150მლ რძე
- 1,5 ჩაის კოვზი საფუარი
- 1 კვერცხი
- 1 სუფრის კოვზი არაჟანი
- 1,5 სუფრის კოვზი შაქარი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
- 50გ კარაქი
- 370გ ფქვილი
შიგთავსისთვის
- 3 ვაშლი
- 40გ ლერწამის შაქარი
- 0,5 ჩაის კოვზი დარიჩინი
- მცენარეული ზეთი ფორმის დასამუშავებლად
მომზადება
- თბილ რძეში გახსენით საფუარი. დაუმატეთ შაქარი, მარილი, არჟანი, კვერცხი და გამღვალი კარაქი. კარგად მოურიეთ.
- გაცერით ფქვილი. მოზილეთ ცომი, დააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ თბილ ადგილას 25-30 წუთი.
- შაქარს დაუმატეთ დარიჩინი. გარეცხეთ ვაშლი, მოაშორეთ გული და დაჭერით. ვაშლის თითოეული ნაჭერით ამოავლეთ შაქრისა და დარიჩინის მასაში.
- ცომი გააბრტყლეთ 0,7სნ. ამოჭერით წრეები და თითოეულზე მოათავსეთ ვაშლი.
- ამოჭრილი რგოლებში შეახვიეთ ვაშლი და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე, მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და დარიჩინი.
- დაელოდეთ 15 წუთი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!