უგემრიელესი ვანილის ნაყინის მომზადება სახლის პირობებში

2634

ნაყინის შინ მომზადება იოლია, მით უმეტეს, თუ საამისო სპეციალური აპარატი გაქვთ, მეთოდი ერთნაირია: ჯერ აკეთებთ რძის მოხარშულ კრემს, შემდეგ აპარატში მოთავსებამდე დაუმატებთ არომატს. ძირითადად გჭირდებათ კვერცხი, შაქარი, რძე და ნაღები.

ინგრედიენტები:

  • 4 ფინჯანი (1ლ ) რძე
  • 6 ყავის მარცვალი
  • 2,5 სმ სიგრძის დარიჩინის ჩხირი
  • 1/2 ლიმონის ცედრა
  • 1 ვანილის ჩხირი
  • 1/8 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ფინჯანი (200 გ) შაქარი
  • 5 დიდი კვერცხის გული
  • 1/2 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 2 დიდი კვერცხის ცილა

ულუფა: 6

მომზადება: 20 წუთი + 30 წუთი გასაცივებლად + დრო ნაყინის დანადგარში მოსამზადებლად

დონე:1

მომზადების წესი:

  1. საშუალო ზომის ჯამი შედგით მაცივარში გასაცივებლად.
  2. 875 მლ რძე სქელძირიან ქვაბში ჩაასხით, ჩაუმატეთ ყავის მარცვლები, დარიჩინი, ლიმონის ცედრა, ვანილის ჩხირი და მარილი. დადგით საშუალოზე დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. ვანილის ჩხირი ამოიღეთ.
  3. მიქსერით, მაღალი სიჩქარით, გათეთრებამდე კრემივით ათქვიფეთ კვერცხის გულები, შაქარი და სიმინდის სახამებელი.
  4. განაგრძეთ თქვეფა, ჩააბრუნეთ ქვაბში და ძალიან დაბალ ცეცხლზე შემოდგით, ურიეთ განუწყვეტლივ, 2 წუთი, არ უნდა ადუღდეს.
  5. გადმოდგით ცეცხლიდან და გაწურეთ. კარგად გააგრილეთ, ხშირად ურიეთ. შემდეგ მაცივარში გააცივეთ 30 წუთი.
  6. ათქვიფეთ 2 კვერცხის ცილა. ბეზე დაუმატეთ მიღებულ მასას და ნაყინის მოსამზადებლად დანადგარში გადაიტანეთ. გაყინეთ ინსტრუქციის შესაბამისად. შემდეგ მოათავსეთ ყინვაგამძლე კონტეინერში და საყინულეში მოათავსეთ.