ტორტი ცხობის გარეშე – მარტივი რეცეპტი, დაუჯერებელი შედეგი

757

დესერტების კლასიკური რეცეპტები ძალიან დიდი დროსა და ძალისხმევას საჭიროებენ. სამწუხაროდ ყველას არ აქვს ამდენი დრო მათ მოსამზადებლად დასახარჯი. ამიტომაც მე ყოველთვის ვცდილობ მარტივი რეცეპტები მოვიძიო, რმლის შედეგადაც საოცარი დესერტი გამოგივათ.

ნამცხვარი ორცხობილისგან

ასეთი დესერტის მომზადება ყოველ დღე შეგიძლიათ. მე ჩემს შვილს ამ უგემრიელეს ტკბილეულობს ხშირად ვატან სკოლაში.

ინგრედიენტები

  • 250გ ორცხობილა
  • 100გ კარაქი
  • 900გ იოგურტი
  • 4 ჩაის კოვზი თაფლი
  • 1 ლიმონი
  • 400გ ჯემი
  • 3გ ჟელატინი

მომზადება

1.ჩვენი ნამცხვრის ფუძე – დაფხვნილი ორცხობილა.

2.ჟელატინს მოასხით წყალი და გაალღვეთ წყლის აბაზანაზე. ამოფუების შემდეგ დაუმატეთ ჯემს.

3.გაალღვეთ კარაქი. მოასხით დაფხვნილ ორცხობილას. მოურიეთ, მიღებული მასის ნახევარი მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში. დატკეპნეთ კარგად.

4.მეორე ფენა იოგურტისაა. იოგურტს დაუმატეთ თაფლი და მოახეხეთ ლიმონის ქერქი. ამ კრემის ნახევარი კარგად გადაანაწილეთ ნამცხვარზე. ზემოდან დაადეთ ფხვიერი მასის მეორე ნაწილი. წაუსვით დარჩენილი კრემი. ზემოდან მოასხით ჯემი.

5.შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

გემრიელად მიირთვით!