როცა ცოტა დრო მაქვს, მაგრამ ტკბილეული ძალიან მინდა, სწორედ მაშინ ვიყენებ ამ რეცეპტს. ვაფლის ფირფიტები სახლში მუდმივად მაქვს, უსწრაფესად შემიძლია შევქმნა იდეალური დესერტი.
ინგრედიენტები
- ვაფლის კორჟები 2 ცალი
- კვერცხი 7 ცალი
- შაქარი 14 სუფრის კოვზი
- ხორბლის ფქვილი 7 სუფრის კოვზი
- გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
- რახათ-ლუხუმი 250გ
- ნიგოზი 250გ
- ვანილი 1 ცალი
- კარაქი 250გ
მომზადება
1.მოამზადეთ კრემი შიგთავსისთვის. ქვაბში მოათავსეთ კარაქი, ნახევარი შაქარი და 7 კვერცხის გული. ათქვიფეთ, მოათავსეთ წყლის აბაზანაზე და მასა გახადეთ ერთგვაროვანი. გააგრილეთ კრემი.
2.ამასობაში ათქვიფეთ ცალკე ჯამში კვერცხის ცილა დარჩენილ შაქართან ერთად, დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, რახათ-ლუხუმი, ნიგოზი და ვანილი. ფრთხილად მოურიეთ.
3.საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, ჩაასხით ცომის მასა. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 12-15 წუთი.
4.ააწყეთ ტორტი ამ თანმიმდევრობით: ვაფლის ფირფიტა. ნახევარი კრემი, ნუგა, ისევ ნახევარი კრემი და ვაფლის მეროე ფენა.
5.რათა სიგთავსი უკეთ დაფიქსირდეს, შეგიძლიათ დესერტს დაადოთ სიმძიმე. მზა ტორი დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!