ტკბილი და ორიგინალური სააღდგომო ფუნთუშები

704

დღეს თქვენი საზეიმო სუფრის გამრავალფეროვნებაში დაგეხმარებით და ორიგინალური სააღდგომო ფუნთუშების მომზადებას გასწავლით.

ინგრედიენტები:

  • 250 მილიგრამი რძე
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 500 გრამი ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 50 გრამი ნაღების კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 7 გრამი ვანილის შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 200 გრამი ქიშმიში
  • 15 გრამი დარიჩინი

მომზადების წესი:

1. გამოიღეთ რძე მაცივრეიდან და ოდნავ შეათბეთ. შეგიძლიათ ის უბრალოდ სამზარეულოში დატოვოთ რამდენიმე წუთით და თავისით შეთბება ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ რძეს საფუარი, მარილი და შაქარი დაუმატეთ და საგულდაგულოდ აურიეთ.


რძე დიდ, ღრმა ჯამში გადაასხით, ჩაუმატეთ მცენარეული ზეთი და ჩაახალეთ 1 კვერცხი. კვლავ კარგად აურიეთ და ნელ-ნელა გაცრილი ფქვილის ჩამატება დაიწყეთ.

2. მოზილეთ ცომი და თბილ ადგილას 1-1.5 საათი დატოვეთ. როდესაც ცომი აფუვდება შეამოწმეთ ძალიან რბილი ხომ არ არის. თუ საჭირო გახდება კიდევ ცოტა ფქვილი დაუმატეთ.


3. შემდეგ უკვე ფუნთუშების ფორმირებას შეუდექით. დაყავით ცომი 12 ტოლ ნაწილად: 6 ნაწილით ბაჭიებს გავამზადებთ, მეორე 6 ნაჭრისგან კი სააღდგომო ბუდეებს.


კურდღლების დასამზადებლად ცომის ნაჭერი კიდევ სამ ნაწილად დაყავით (პატარა საშუალო და დიდი). ყველაზე დიდ ნაჭერს მოგრძო ძეხვისებური ზომა მიეცით და სპირალივით დაახვიეთ. ეს ტანი იქნება. შემდეგ საშუალო ცომისგან წვეთის ფორმა გააკეთეთ და წვეტიანი ფორმა ორად გაჭერით- მივიღებთ თავს და ყურებს. ყველაზე პატარა ნაჭერით კი უბრალოდ პატარა ბურთულა გააკეთეთ – ეს კუდი იქნება. ბოლოს შეაერთეთ ნაწილები.

4. ბუდის გასაკეთებლად – გააბრტყელეთ ცომის ნაჭრები ძეხვის ფორმებად, სიგრძეზე გაჭერით ორ ნაწილად. შემდეგ ორი ნაწილი ერთმანეთში ჩაწენით და წრიული ფორმა მიეცით.


5. მზა ფორმებს დარიჩინი მოაყარეთ და ქიშმიშით გააფორმეთ. გადაუსვით კვერცხის გული და 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით – 20 წუთით.