როდესაც ტორტის მომზადებას ვახსენებთ, თვალწინ შრომატევადი და რთული საქმიანობა წარმოგვიდგება, ამიტომ ტორტის სახლში გამოცხობას დიასახლების უდიდესი ნაწილი უბრალოდ არ რისკავს. დღეს გასწავლით როგორ მოამზადოთ ტორტი ტაფაზე. ეს თაფლის ტორტის უჩვეულო რეცეპტი ძალიან მარტივად მზადდება და უგემრიელესია.
შინაურული ტორტი ტაფაზე
ჩვეულებრივ ტორტის ბისკვიტის დამზადებას დიდი დრო და შრომა ესაჭიროება. ამ რეცეპტში ყველაფერი პირიქით არის. ბისკვიტი მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად. ამიტომ ჯერ კრემი დავამზადოთ.
ცომის ინგრედიენტები:
- 350 გრამი შესქელებული რძე
- 1 კვერცხი
- 470 მილიგრამი ფქვილი
- 0.5 ჩაის კოვზი სოდა
ინგრედიენტები კრემისთვის
- 500 მილიგრამი რძე
- 2 კვერცხი
- 200 გრამი შაქარი
- 2 სუფრის კოვზი ფქვილი
- 5 გრამი ვანილი
- 200 გრამი კარაქი
- 250 გრამი ნიგოზი
მომზადების წესი:
1. საშუალო ზომის ქვაბში ან ჯამში აურიეთ: 2 კვერცხი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი, შაქარი და კარგად ათქვიფეთ. ჩაასხით რძე და საგულდაგულოდ მოურიეთ.
2. კრემი ნელ ცეცხლზე ხარშეთ, მუდმივად ურიეთ. როდესაც გასქელდება კარაქი ჩაუმატეთ და კარგად მოურიეთ მასას. კრემი არ უნდა გაცივდეს, ამიტომ აჯობებს მას თავსახური დაახუროთ.
3. ღრმა ჯამში აურიეთ შესქელებული რძე და კვერცხი
4. შესქელებულ რძეს – ძმრიანი სოდა დაუმატეთ. ნელ-ნელა, უწყვეტად ჩაუმატეთ გაცრილი ფქვილი. ელასტიური ცომი ხელით მოზილეთ.
5. ცომი 8 ცალ, თანაბარი ზომ ის მქონე ნაწილებად დაყავით და გააბრტყელეთ თხელ ფენად. რამდენიმე ადგილას ჩანგლით ნახვრეტები გაუკეთეთ.
6. ცხელ ტაფაზე ეს ბისკვიტი ორივე მხრიდან გამოაცხვეთ.
7. ბისკვიტს გვერდები ფორმით ან დანით შემოაჭერით, ისე რომ ყველა თანაბარი ზომის გახდეს. ჩამონაჭრები დატოვეთ, ის ზემოდან მოსაყრელად გამოგადგებათ.
8. ბისკვიტებს კრემი ყველა მხრიდან წაუსვით, მათ შორის გვერდებზეც.
9. მონაჭრელ კიდეებს, საბრტყელებელი გადაატარეთ ან ხელით წვრილად დაფხვენით, დანით დააქუცმაცეთ ნიგოზიც და ტორტს თავსა და კიდეებზე მოაყარეთ.
10. ტორტი მაცივარში 1-2 საათით შედგით. თქვენი ნუგბარი მზად არის!
აი კიდევ ერთი მტკიცებულება იმის, რომ ტორტის გამოსაცხობად ქურა, უამრავი ფორმა, სპეციალური უნარები და სირთულეების გადალახვა საჭირო არ არის! ამ მეთოდით “მაპოლეონის” გამოცხობაც კი შეგიძლიათ.