სწრაფი პიცა ტაფაზე 20 წუთში

1178

პიცა უყვარს ყველას: ბავშვებსაც და უფროსებსაც. დღეს ჩვენ უსწრაფეს და უმარტივეს რეცეპტს გაგიზიარებთ.

ინგრედიენტები

  • არაჟანი 100მლ
  • კეფირი 100მლ
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხის გული 2 ცალი
  • სანელებლები გემოვნებით
  • ძეხვი 150გ
  • პომიდორი ჩერი 5 ცალი
  • სტაფილოკორეულად 70გ
  • ყველი 150გ

მომზადება

  1. მოვამზადოთ შიგთავსი: დაჭერით პომიდორი მრგვლად, ხოლო ძეხვი წვრილად.
  2. დაჭერით სტაფილო წვრილად. ყველა ინგედიენტი მოათავსეთ ჯამში.
  3. არაჟანს დაუმატეთ სოდა და კეფირი. დაელოდეთ რამდენიმე წუთი.
  4. დაუმატეთ გული და სანელებლები. ათქვიფეთ ჩანგლით. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი. უნდა მიიღოთ არაჟნის კონსესტენციის მქონე ცომი.
  5. ტაფას წაუსვით ზეთი და მოასხით ცომი. ზემოდან მოათავსეთ შიგთავსი და მოაყარეთ ყველი.
  6. დააფარეთ თავზე და დადგით დაბალ ცეცხლზე.
  7. დაახლოებით 7-10 წუთში მზად იქნება, გააკონტროლეთ მზადების პროცესი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!