სუპხარჩო საქონლის ხორცით. ტრადიციული რეცეპტი

8492

სუპხარჩო ქართული წვნიანი კერძია. მისი მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა ყოველ მათგანს აერთიანებს რამდენიმე ინგრედიენტი: ხარჩოს სუნელი, ტყემალი და საქონლის ხორცი. მას ამზადებენ კარტოფილითა და სტაფილოთი, უმატებენ ცოცხალ პამიდორს ან პამიდვრის პასტას. საუკეთესო არჩევანია წვნიანის ახალი ტყემლით მომზადება.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ საქონლის ძვლიანი ხორცი
  • 1-2 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 2 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. ხარჩოს სუნელი
  • 0,5 ჭიქა მრგვალი ბრინჯი
  • 1 ჭიქა ახალი ტყემალი
  • თითო კონა ქინძი და ოხრახუში
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ხორცი დავდგათ მოსახარშად, მოვხადოთ ქაფი და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ. ხორცი ამოვიღოთ და დავჭრათ. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი, დავუმატოთ ხახვს და მოვშუშოთ. თუ ბულიონი ცოტაა, შევავსოთ ანადუღარი წყლით ისე, რომ 2 ლ გახდეს.
  2. როცა ბულიონი ადუღდება, დავუმატოთ მარილი, წიწაკა, ხარჩოს სუნელი, ბრინჯი და ვხარშოთ, სანამ ბრინჯი მოიხარშება. შემდეგ დავუმატოთ ტომატ-პასტას, ტყემალი და ოხრახუში.
  3. ტყემალი რომ დარბილდება, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიორი. ბოლოს წვნიანს დავუმატოთ მოხარშული და დაჭრიი ხორცი.

გემრიელად მიირთვით!