სუპის ფუნთუშები ხახვის შიგთავსით

638

ცხობილა, რომელიც ძალიან უხდება კერძებს. ეს კულინარიული ხელოვნების განსაკუთრებული შედევრია.

ამ ფაფუკი ფუნთუშების დახმარებით, წვნიანის მირთმევა უდიდესი სიამოვნებაა.

ეს ცხობილა განუმეორებელია – ცომი უკვე შეიცავს მოთუშულ ხახვს და ბეკონს, შიგთავსის ამპულაში კი თავს იწონებს ნაღების უნაზეს იყველი და ხორცი.

ინგრედიენტები

  • ხახვი 2 ცალი
  • ბეკონი 400გ
  • პიცის ცომი 2 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • ნაღების ყველი 300გ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • მოცარელა 100გ
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

  1. ფილე ან ბეკონი დაჭერით კუბიკებად და შეწვით ზეთში დაქუცმაცებულ ხახვთან ერთად. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  2. მოამზადეთ ცომი: თქვენ უნდა გამოგივიდეთ 15სმ დიამეტრის წრე. თითოეულ ფენა ცომზე მოათავსეთ შიგთავსი, დააფარეთ შემდეგი ფენა და გააბრტყელეთ.
  3. გასუფთავებულ ხახვს მოაჭერით 1/3, რათა მივიღოთ ფართე რგოლები. თითოეული ფუნთუშის ცენტრში მოათავსეთ 1 ხახვის რგოლი, შეუკეცეთ გვერდები.
  4. მოამზადეთ შიგთავსი: ნაღების ყველი ათქვიფეთ კვერცხთან და მარილთან ერთად. თითოეულ ფუნთუშაში მოათავსეთ 1-2 სუფრის კოვზი.
  5. ყველის ზემოდან გადაანაწილეთ დარჩენილი შემწვარი ხორცი, გახეხილი მოცარელა. გამოაცხეთ 25 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!