სტაფილოს ნამცხვარი ნაღების ყველის მინანქრით – დესერტი, რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია

1398

სტაფილო ნებისმიერ სხვა ბოსტნეულზე მეტ შაქარს შეიცავს. წინათ შაქარი ძალიან ძვირი იყო, ამიტომ მის ნაცვლად დესერტებში  სტაფილოს იყენებდნენ. სტაფილოს ნამცხვარი დღესაც პოპულარულია.

ინგრედიენტები:

ბისკვიტი 

  • 1/2 ჭიქა ნიგოზი (ლებნები)
  • 375 გ ფქვილი
  • 1 ს.კ.+1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ½ ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 1/2 ჩ.კ. ახალდაფქული მუსკატის კაკალი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 4 კვერცხი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ზეთი
  • 3 ჭიქა წმინდად გახეხილი სტაფილო
  • 2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი

მინანქარი

  • 500 გ ნაღების ყველი (დარბილებული)
  • 1 ჭიქა უმარილი კარაქი (დარბილებული)
  • 2 ½ ჭიქა (375 გ) შაქარი (ფხვნილი)
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 1/4 ჭიქა (60 მლ) ნაღები (ცივი)
  • 2 ჩ/კ კაკაოს ფხვნილი (უშაქრო) მოსაყრელად

ულუფა: 10-12

მომზადება: 30 წუთი+2 საათი გასაცივებლად

ცხობა: 30-40 წუთი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი. ღუმელი წინასწარ გააცხლეთ 177℃ (180℃/გაზ 4)-ზე. ტორტის საცხობი 2 ფორმა (23 სმ დიამეტრის) გააცხელეთ  და პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ქაღალდს ცოტა ზეთი მოუსვით.
  2. ნიგოზი თუნუქის ფურცელზე დაყარეთ და ღუმელში შედგით 7-8 წუთით – ლებნები ხრაშუნა უნდა გახდეს. მოხალული ნიგვზის 12 ლებანი ტორტის მოსართავად გადადეთ, დანარჩენი კი დანით წმინდად დაჭერით.
  3. გაცერით ფქვილი, სოდა, დარიჩინი, მუსკატის კაკალი, მარილი და ჯამში მოათავსეთ.
  4. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრება-ამოფუებამდე. მასას ზეთი დაამატეთ და კარგად აურიეთ. თანდათანობით ჩააყარეთ გახეხილი სტაფილო, ვანილი და დაჭრილი ნიგოზი, ამას მიაყოლეთ ფქვილის ნარევი და მიქსერით კარგად დაამუშავეთ.
  5. მასა თანაბრად გაყავით წინასწარ მომზადებული ორ ფორმისთვის.
  6. აცხვეთ 30-40 წუთი, სანამ ცომი ოქროსფერი არ გახდება, შეგიძლიათ შეამოწმოთ ასანთის ღერით ან სამზარეულოს ჩხირით – ის ბისკვიტის ცენტრში ჩაარჭვეთ, თუ მშრალი დარჩება, ე.ი. მზადაა.
  7. გადმოიტანეთ ლითონის ცხაურზე და 10 წუთით გააჩერეთ, რომ ოდნავ გაცივდეს. შემდეგ ამოაბრუნეთ და 2 საათით გააჩერეთ სრულად გასაცივებლად. მოაცალეთ ქაღალდი.
  8. მინანქარი. ნაღების ყველი და კარაქი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ შაქარი, ვანილი და მარილი, თქვიფეთ ერთგვაროვანი ფაფუკი მასის მიღებამდე. დაამატეთ ნაღები და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ კრემი არ გათეთრდება.
  9. ერთი ბისკვიტი თეფშზე გადაიტანეთ და მინანქრის ნაწილი მოასხით. შემდეგ ბისკვიტის მეორე ნაწილი დააფარეთ და ისევ მინანქარი მოასხით, გვერდებიც მინანქრით დაუფარეთ. ნამცხვრის ზედაპირი დიაგონალზე 12 ნაწილად გახაზეთ. თითოეული ნაწილის ბოლოში კრემით მომზადებული ვარდის ფორმები დასვით, ხოლო ამ ფორმებზე მოხალული ნიგვზის თითო-თითო ლებანი მოათავსეთ. მოაყარეთ კაკაო.

დაჭერით და გემრიელად მიირთვით.