სტაფილოს ნამცხვარი

2321
Sliced carrot and almond cake decorated with colorful yellow icing flowers high angle view showing the texture with a kitchen knife

დღეს ჩვენ გთავაზობთ მარტივი ნამცხვრის რეცეპტს. როდესაც ხელის ახლოს არ გვაქვს კაკაო, ნაღები და სხვა ძვირადღურებული ინგრედიენტები, მაგრამ მაინც გვინდა რაღაც ტკბილი და გემრიელი აუცილებლად გვახსენდება სტაფილო.

სტაფილო – ერთ-ერთი ბოსტნეულია, რომელსაც ფართოდ იყენებენ დესერტებში.

სტაფილოს ნამცხვარი ღუმელში

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი
  • 1,5 ჭიქა გახეხილი სტაფილო

მომზადება

1.როგორ მოვამზადოთ სტაფილოს ნამცხვარი? ათქვიფეთ კვერცხი დაუმატეთ შაქარი, ასევე სოდისა და ძმრის ნარევი. თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი ისე რომ ცომი არ დაჯირჯვლდეს.

2.გახეხეთ სტაფილო წვრილად, დაუმატეთ ცომს. სილოკონის გამოსაცხობ ფორმაში ჩაასხით ცომი, ფორმა აუცილებლად დაამუშავეთ მცენარეული ზეთით.

თუ გადაწყვეტთ მეტი სტაფილოს გამოყენებას, მაში შეამცირეთ შაქრის რაოდენობა.

3.სტაფილოს ნამცხვარი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ რუმელში 50 წუთი.

ამავე რეცეპტით შეგიძლიათ მოამზადოთ სტაფილოს ტორტიც. ამისათვის ცხელი ნამცხვარი უნდა გაჭრათ ფირფიტებად. წაუსვათ არაჟნის კრემი, ამ კრემს მოსამზადებლად 300გ არაჟანი და 100გ შაქარი ერთად ათქვიფეთ.