სრულყოფილი და ძალიან არომატული ლიმონის კრემი

1473

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, ძალიან არომატული ლიმონის კრემის რეცეპტს, კრემი ნაზი და იდეალური სისქის გამოდის. არაჩვეულებრივია ნებისმიერი დესერტის გასაფორმებლად ან თუნდაც დესერტად.

ინგრედიენტები:

  • 2 ფინჯანი (500 მლ) ცხიმიანი ნაღები
  • 125 გ შაქარი
  • 2 დიდი ლიმონის წმინდად გახეხილი ცედრა
  • 90 მლ ლიმონის ახლადგამოწურული წვენი
  • 2 სუფრის კოვზი წყალი
  • 2 ჩაის კოვზი ჟელატინის ფხვნილი
  • პიტნის ფოთლები – მოსართავად

მომზადების წესი:

  1. ჩაასხით ნაღები ქვაბში. დაუმატეთ შაქარი და ნახევარი ცედრა. დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გამუდმებით ურიეთ. ცეცხლს დაუკელით და კიდევ 3 წუთი გააჩერეთ. კრემი არ უნდა ადუღდეს.
  2. გადმოდგით ცეცხლიდან.
  3. ლიმონის წვენი და წყალი ჩაასხით პატარა ქვაბში, დაუმატეთ ჟელატინი და დადგით 5 წუთით. შეათბეთ დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ, ვიდრე ჟელატინი გადნება. გადმოიღეთ ცეცხლიდან, შეაგრილეთ, სანამ კრემს შეურევდეთ.
  4. კრემი გააგრილეთ 15 წუთი.
  5. კიდევ ერთხელ მოურიეთ და ჩაასხით 6-8 პატარა ყალიბში, ლიქიორის ჭიქებში ან ესპრესოს ფინჯნებში.მოაფრქვიეთ დარჩენილი ცედრა, შემდეგ 4 საათით ან მთელი ღამით დატოვეთ მაცივარში.
  6. სუფრაზე მიტანამდე მორთეთ პიტნის ფოთლებით.