სოსისები კარტოფილის ცომში

849

მარტივი და სწრაფად მზადებადი კერძები ვის არ უყვარს?

ჩემები ამ ფორმით მომზადებულ სოსისებზე გიჟდებიან.

პიკნიკზე წასვლისას ყოველთვის თან მიგვაქვს.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 10 ცალი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 2 ჩაის კოვზი
  • შავი დაფქული წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 100გ
  • რძიანი სოსისები 8 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • მზესუმზირის ზეთი 100მლ

მომზადება

1.მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში. გათალეთ და გახეხეთ.

2.დაუმატეთ კვერცხი, მარილი, წიწაკა და 50გ ფქვილი, მოზილეთ ცომი.

3.სამუშაო მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით და გააბრტყელეთ ცომი. ცენტრში მოათავსეთ სოსისი და შეფუთეთ.

4.შეწვით ზეთში.

გემრიელად მიირთვით!