სოკოს ფუნთუშები შვედურად

950

ამ ფუნთუშის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ კულინარიული ცოდნა და გამოცდილება. პირველ რიგში, უნდა მოზილოთ საფუარიანი ელასტიური ცომი. მეორე, უნდა მოამზადოთ სოკოს შიგთავსი ხახვით. რეცეპტის ორიგინალ ვარიანტში სოკო საკმაოდ ცხარეა. თქვენ შეგიძლიათ სიცხარე დაარეგულიროთ გემოვნებით. გარდა ამისა, ფუნთუშები სოკოს შიგთავსით უმარტივესად და უსწრაფესად მზადდება.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • კარაქი 80გ
  • ხახვი 2 ცალი
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • სეზამის მარცვლები გემოვნებით
  • საფუარი 30გ
  • კვერცხის ცილა 1 ცალი
  • რძე 200მლ
  • ქამა სოკო 1კგ
  • მარილი გემოვნებით
  • წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.გაალღვეთ კარაქი და გააგრილეთ. რძეში ჩაყარეთ საფუარი, ფქვილი და 2-3 სუფრის კოვზი შაქარი. დაელოდეთ 10 -15 წუთი, რათა მასა ამოფუვდეს.

2.ჩატეხეთ კვერცხის გული და ნელ-ნელა დაიწყეთ ფქვილის ჩაყრა. ბოლოს დაუმატეთ გამღვალი კარაქი. მოზილეთ მყარი ცომი.

3.ცომს გადააფარეთ სუფთა პირსახოცი და დაელოდეთ 40 წუთი, რათა ამოფუვდეს.

4.ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. ამისათვის წვრილად დაჭერით სოკო და ხახვი. მოთუშეთ სოკოს მომზადებამდე, რათა მთელი სითხე აორთქლდეს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

5.ხელით დაამუშავეთ ცომი. გააბრტყელეთ წვრილ მართკუთხედებად.

6.მოათავსეთ შიგთავსი ცენტრში. შეფუთეთ მჭიდროდ.

7.ფუნთუშები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე. წაუსვით ათქვეფილი ცილა და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.

8.გამოაცხეთ 25-30 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!