სახლში მომზადებული რახათ-ლუხუმი თხილით

1979

ინგრედიენტები

  • სიმინდის სახამებელი 130გ
  • ბროწეულის წვენი 400მლ
  • წყალი 200მლ
  • ფისტა 100გ
  • გახეხილი ქოქოსი 50გ
  • შაქარი 800გ
  • წყალი 300მლ
  • ლიმონის წვენი 2 ჩაის კოვზი

მომზადება

1.ქვაბში მოათავსეთ შაქარი, წყალი და ლიმონის წვენი. ქვაბში უნდა ჩააგდოთ ლიმონის ნაჭერი, მაგრამ რადენიმე წუთში უკან უნდა ამოიღოთ. ამ დროის განმავლობაში ლიმონი გაუშვებს საკმარის წვენს. სიროპი ცეცხლზე დატოვეთ 15 წუთი.

2.სხვა ვაბში ჩაასხით ბროწეულის წვენი. დაუმატეთ სახამებელი, მოხარშეთ მასის შესქელებამდე.

3.ნელ-ნელა დაუმატეთ შაქრის სიროპი. ამასობაში ქვაბი უნდა იდგეს მინიმალურ ცეცხლზე.

4.როცა მასა გახდება გამჭირვალე და სქელი, დაუმატეთ თხილი, ფისტა ან სასურველი ინგრედიენტი.

5.ჩამოსასხმელ ფორმებში ჩაყარეთ ქოქოსი და ჩამოასხით მიღებული მასა. შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.

გემრიელად მიირთვით!