საოცარი ტორტი ხაჭოს კორჟებით ტაფაზე

643

ჩემი ძალიან ახლობელი მეგობარი მესტუმრა, ვიფიქრე გემრიელი დესერტით გავუმასპინძლდებითქო, მაგრამ ღუმელი მწყობრიდან გამოვიდა.

რეცეპტების წიგნში დავიწყე რაიმე დესერტის ძებნა და წავაწყდი ამ საოცარ ტორტს, რომელსაც არ სჭირდებოდა ღუმელი.

უმარტივესი მოსამზადებლია!

ხაჭოს ტორტი ტაფაზე

ინგრედიენტები კორჟისთვის

  • 200გ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 2,5 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • ვანილი გემოვნებით

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 150გ არაჟანი
  • 450მლ რძე
  • 170გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 70გ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 1გ ვანილი

მომზადება

1.კრემის მოსამზადებლად ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, ვანილი, არაჟანი, სახამებელი და ფქვილი.

2.ღრმა და სქელ ქვაბში ჩაასხით რძე და მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. არაჟნის მასას დაუმატეთ 1/3 ცხელი რძე, კარაგდ მოურიეთ და მიღებული მასა დაუმატეთ ცხელ რძეს. მოხარშეთ კრემი შესქელებამდე.

3.ცხელ კრემს დაუმატეთ კარაქი. მოურიეთ და დატოვეთ გასაგრილებლად.

4.ცომის მოსამზადებლად ჯამში მოათავსეთ ხაჭო, კვერცხი, შაქარი და ვანილი. კარგად მოურიეთ, მოაყარეთ ფქვილი და სოდა.

5.მოზილეთ ცომი, მიეცით ძეხვის ფორმა და გაჭერით 8 ნაწილად. თითოეული ნაწილი თხლად და მრგვლად გააბრტყელეთ.

6.კორჟები შეწვით მშრალ ტაფაზე 3-4 წუთი.

კორჟები უნდა გამოგივიდეთ რბილი.

7.ფარო თეფშზე ააწყვეთ ტორტი. მოათავსეთ კორჟი და წაუსვით კრემი.

8.ბოლო კორჟს და გვერდებს კარგად წაუსვით კრემი. შეინახეთ მაცივარში 3-4 საათი. გემრიელად მიირთვით!