სადღესასწაულო დესერტი, რომელსაც ბებია ხშირად ამზადებდა დიდი სიამაყით

879

უგემრიელესი კრემი ბისკვიტისთვის

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 80გ ფქვილი
  • 4 კვერცხი
  • 25გ კაკაო
  • 100გ შაქარი
  • 8გ ვანილი
  • 1 სუფრის კოვზი წყალი
  • მარილი

კრემისთვის

  • 1 გული
  • 2მლ წყალი
  • 120გ მშრალი რძე
  • 200გ კარაქი
  • 10გ კაკაო

მინანქრისთვის

  • 100გ შავი შოკოლადი
  • 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი

სოკოებისთვის

  • 1 ცილა
  • 60გ შაქარი
  • მარილი

დამატებით

  • 15გ შავი შოკოლადი
  • 150გ მოცხარი შაქრით (მურაბა, ჯემი)

მომზადება

1.ღღმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და ვანილი. თქვიფეთ დაახლოებით 7 წუთი.

ფქვილს დაუმატეთ კაკაო და 2 ნაწილად დაუმატეთ მასას. ფრთილად მოურიეთ სილიკონის ნიჩბით. ჯამი მოათავსეთ თბილ წყალში და კიდვ ერთხელ მოურიეთ.

2.მზა ცომი ჩაასხით ფორმაში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 12-15 წუთი.

3.მაგიდაზე დააფინე პირსახოცი, ზემოდან კი პერგამენტის ქაღალდი. მოაყარეთ ცოტა შაქარი და შემდეგ მოათავსეთ ბისკვიტი. პირსახოცის დახმარებით გადაახვიეთ რულეტი.

4.კრემის მოსამზადებლად, ჯამი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე, გულს დაუმატეთ წყალი, შედედებული რძე და მშრალი რძე. ჯამი გააცხელეთ 10-12 წუთი, უირეთ. მასაუნდა შესქელდეს.

ოთახის ტემპერატურის კარაქი ათქვიფეთ. თქვეფის პროცესში დაუმატეთ მიღებული სიროპი. გაცერით კაკაოიანი ფქვილი და კრემთან ერთად ათქვიფეთ.

5.გაშალეთ ბისკვიტი და მოაშორეთ პირსახოცი. წაუსვით შაქარში გადარეული შავი მოცხარი, შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ კრემი.

გადაახვიეთ რულეტი და შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

6.სოკოების მოსამზადებლად ღრმა ჯამში ათქვიეთ ცილა და მარილი. დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ ამოფუებამდე. მიღებული მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში.

გადმოიტანეთ ქაღალდზე და გამოაცხეთ 100-120 გრადუსზე 2 საათი.

7,მინანქრის მოსამზადებლად შოკოლადს დაუმატეთ მცენარეული ზეთი. გააცხელეთ წყლის აბაზანაზე.

8.კრემის მეშვეობით ააწყეთ სოკოები.

9.მოასხით მინანქარი და გააფორმეთ სოკოებით.

გემრიელად მიირთვით!