როცა ვაშლის ნამცხვრის ჭამას ვიწყებ, ვერ ვჩერდები. სწრაფი და გემრიელი დესერტი

3040

დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ წარმოუდგენლად გემრიელ დესეტს – ნაზი ვაშლის ნამცხვარი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება. რბილი ნამცხვრისთვის შეგიძლიათ ახალი ვაშლი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 350 გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 100 გრ კარაქი
  • მწიკვი მარილი
  • 2 ვაშლი
  • 30 გრ ქიშმიში
  • 15 გრ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ შაქრის ფხვნილი
  • ¼ ჩ/კ დარიჩინი

მომზადების წესი:

1. თასში კვერცხი ჩატეხეთ, შაქარი და მწიკვი მარილი დაუმატეთ. სათქვეფით კარგად ათქვიფეთ.

2. გამდნარი კარაქი დაუმატეთ. სათქვეფით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. გაცრილი ფქვილი და 1 პაკეტი გამაფხვიერებელი დაუმატეთ.

3. ელასტიური ცომი მოზილეთ.

4. ბოლოს კუბებად, წვრილად დაჭრილი ვაშლი და ქიშმიში დაუმატეთ. ფრთხილად აურიეთ.

5. სუფრის კოვზობით ნამცხვარს ფორმა მიეცით და პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.

6. გამოცხობის შემდეგ ფხვიერ ნამცხვარს გაგრილება აცადეთ. ზემოდან საცერით შაქრის ფხვნილი და დარიჩინი მოაყარეთ.

7. გემრიელად მიირთვით!