როზმარინი ფანჯრის რაფაზე

3402

არსებობს ლეგენდა, რომ როზმარინი მხოლოდ კარგი დიასახლისების სახლში იზრდება. ეს ბუნების საოცრებაა.

იმისათვის, რომ როზმარინი რაფაზე გაახაროთ, თქვენგან მხოლოდ მონდომებაა, მებაღის პატარა კომპლექტი და მცენარეების მოვლის წესები დაგჭირდებათ. შედეგად კი თქვენ მიიღებთ კაშკაშა სურნელოვან ბუჩქს-თქვენი სიამაყეს და სახლისათვის ძალიან საჭირო მცენარეს.

როზმარინი სახლში

როზმარინის ბუჩქი არა მხოლოდ დეკორატიულია. ეს არის უძლიერესი ჰაერის ფილტრი! საკმარისია მის ფოთლებს ხელი გადაუსვათ მაშინვე არომატული და ბაქტერიებისათვის გამანადგურებულ სურნელით აივსება მთელი ოთახი. გაციების სეზონზე ძალიან აქტუალურია. გარდა ამისა, როზმარინის სურნელს აქვს ძალიან სასარგებლო გავლენა ნერვულ სისტემაზე, ააქტიურებს ტვინს და ეხმარება მახსოვრობის გაუმჯობესებაში.

ძალიან კარგია მთელი წლის განმავლობაში ასეთი საოცარი მცენარის ქონა.

როზმარინი ძალიან უხდება ნებისმიერი სახის ხორცს და ფრინველს, უხდება კერძებს ბადრიჯანით, კარტოფილით და ლობიოთი. ცოტაოდენი დაფხვნილი ფოთოლი ძალიან უხდება პომიდვრიან კვერცხს და ბოსტნეულის სალათას. ხოლო ჩაი როზმარინით არის საოცრად არომატული და სასარგებლო.

როზმარინის ყლორტები-ძალიან კარგი ინგრედიენტია სახლში მომზადებული კოსმეტიკისთვის:ტონიკი თმის ზრდისთვის, კანის გამწმენდი ლოსიონი და დამამშვიდებელი აბაზანის მცენარეული დანამატი.

როგორ გავახაროთ როზმარინი ფანჯრის რაფაზე

მისი გამრავლება უმჯობესია ყლორტით. ყველა გამოცდილ მებაღესაც არ გამოსდის მისი გახარება. მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს. ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ყველაზე მარტივ ხერხს.

როგორ გავზარდოთ როზმარინი ჭრის გზით

1.მოამზადეთ ყლორტები. ამისათვის გაზრდილი ბუჩქი გაასუფთავეთ ფოთლებისაგან. ყლორტებს აცადეთ გამოშრობა 2-3 საათის განმავლობაში და ამის შემდეგ მოათავსეთ წყალში.

2.ყოველ 3 დღეში ერთხელ გამოუცვალეთ წყალი. ყლორტები მოათავსეთ თბილ და განათებულ ადგილას.

3.როდესაც ყლორტები დაფესვიანდებიან, ჩარგეთ მიწაში. როზმარინი კარგად ხარობს მსუბუქ ქვიშიან არა მჟავე ნიადაგში, რომელიც კარგი წყალგამტარია. ნერგები მოათავსეთ კარგად განათებულ ადგილას.

4.ხშირად მორწყით როზმარინი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი წყალი ამ მცენარისთვის დამღუპველია.

5.როდესაც ნერგები კარგად დაფესვიანდებიან და გაიზრდებიან მოაცალეთ მწვერვალები, რათა ახალგაზრდა მცენარე უფრო ფუმფულა იყოს.

6.როზმარინი ტემპერატურის ცვალებადობაზე ძალიან მკაფიოდ რეაგირებს. თბილ ამინდებში ბუჩქები აუცილებლად გაიტანეთ აივანზე.

პატარა რჩევა მებაღეებისაგან. როზმარინს ძალიან უყვარს ჰაერის ინტენსიური ცვლა. იმისათვის, რომ თქვენი როზმარინი გამოიყურებოდეს საოცრად მის გვერდით მოათავსეთ ვენტელატორი და ჩართეთ დღეში 30 წუთის განმავლობაში.