ინტერნეტში გავრცელებულ სტატიაში ეწერა, რომ დილიდან ორგანიზმის ტკბილეულობით დატვირთვა არ არის რეკომენდირებული. მაგრამ ეს დესერტი შედგება ძალიან სასარგებლო ინგრედიენტებისგან: ხაჭო და ჯემი. შაქრის რაოდენობა შეგიძლიათ თავად დაარეგულიოთ. მე ვიყენებ 2 კოვზ შაქარს.
ინგრედიენტები
- ხაჭო 180გ
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 3 სუფრის კოვზი
- ხორბლის ფქვილი 2 სუფრის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- გარგრის ჯემი გემოვნებით
მომზადება
1.მე ვიყენებ 9% ხაჭოს, დააბლენდერეთ კვერცხთან და შაქართან ერთად. ათქვიფეთ მიქსერით.
2.პროცესში დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ზეთი. გაყავით ცომი 2 ნაწილად. მოამზადეთ კორჯები რიგ-რიგობით.
3.ტაფას წინსასწარ უნდა წაუსვათ ზეთი. კორჟები მაომზადეთ ორივე მხრიდან დაბალ ცეცხლზე.
4.კორჟებს დააფარეთ ხელსახოცი, რათა არ გამოშრეს. გააგრილეთ 5 წუთი, შემდეგ წაუსვით ჯემი.
5.დაახვიეთ კორჟებისგან 2 რულეტი. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!