როგორ მოვამზადოთ შარლოტა ფარშირებული ვაშლით

2211
Apple pie and red apples on a wooden table

თითქმის ყველა დიასახლისს აქვს შარლოტას თავისებური რეცეპტი. არსებობს მრავალი განსხვავებული ვარიაცია, რომელთაგანაც თითოეული გამორჩეულად გემრიელი და უჩვეულოა.

ყველაზე გემრიელი შარლოტა

ჩვენი რედაქცია ყოველთვის გთავაზობთ საუკეთესო რეცეპტებს და დღეს ასევე შემოგთავაზებთ უგემრიელესი შარლოტას რეცეპტს ვაშლით, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი ფავორიტი დესერტი.

კლასიკური შარლოტა მზადდება მსხლით, მაგრამ დროთა განმავლობაში რეცეპტი მრავალჯერ შეიცვალა.

თავის დროზე პირველი შარლოტა დამზადდა ინგლისში, ეს იყო მათი ტრადიციული პუდინგის ერთ-ერთი სახეობა.

ყველაზე გემრიელი შარლოტას რეცეპტი ძალიან მარტივია, მაგრამ არსებობს რამდენიმე წვრილმანი რაზეც დღეს აუცილებლად ვისაუბრებთ.

ინგრედიენტები

  • 9 ვაშლი
  • 50გ მოცვი
  • 30გ ქიშმიში
  • 6 კვერცხი
  • 225გ შაქარი
  • 225გ ფქვილი
  • 40გ არაჟანი
  • ვანილი
  • მარილი
  • დარიჩინი

მომზადება

1.პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ ვაშლი. გარეცხეთ 9 ვაშლი და მოაშორეთ თესლი. მეორე მხრიდან ვაშლი უნდა ჩაჭრათ, რათა ის იყოს უფრო გამძლე.

2.შეურიეთ დიდი კოვზი შაქარი ორ ჩაის კოვზ დარიჩინს. ეს ნარევი დაუმეტეთ თითოეულ ვაშლს. შემდეგ შეავსეთ ვაშლი მოცვითა და ქიშმიშით.

3.ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, ვანილი და შაქარი. ათქვეფილი კვერცხის მასას დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ ნიჩბით. მორევის შემდეგ ცომის მასას დაუმატეთ არაჟანი.

4.ვაშლს მოასხით ცომის მასა, ისე რომ მთლიანად დაიფაროს.

5.წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. როდესაც ფორმას მოათავსებთ ღუმელში, ტემპერატურა ჩამოიყვანეთ 160 გრადუსამდე. ნამცხვარი გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.

6.დატოვეთ ნამცხვარი 15 წუთის განმავლობაში გასაგრილებლად, ხოლო შემდეგ მორთეთ თქვენი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!