როგორ მოვამზადოთ ტორტი ვაშლისა და არაჟნის კრემით

1274

რა უნდა გამოაცხოთ შემოდგომაზე, თუ არა ვაშლის დესერტები? ვაშლის არომატული ნამცხვრები ყოველი ადამიანის გულს ათბობს. ცივ და მოღრუბლულ დღეს განწყობას მხოლოდ ვაშლის ტკბილი დესერტი და ფინჯანი ჩაი გამოგისწორებთ.

ვაშლის დესერტი

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ფხვიერი და გემრიელი ნამცხვარი ძალიან მარტივად, ვაშლისა და არაჟნის კრემით. თითებს ჩაიკვნეტთ!

ინგრედიენტები

  • 3 ც კვერცხი
  • 250 გრ შაქარი
  • 180 გრ მარგარინი
  • 650 გრ ფქვილი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 1 კგ ვაშლი
  • 300 გრ არაჟანი
  • 150 გრ კარაქი
  • 250 გრ შაქარი

მომზადების წესი

1. ღრმა თასში ერთმანეთს შეურიეთ მარგარინი, შაქარი და კვერცხი. ათქვიფეთ მიქსერით.

2. მასას დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. გაყავით ცომი 3 ნაწილად.

3. ცომის ერთი ნაჭერი გაიყვანეთ 5 მმ სისქის ფენად. შემდეგ გადაიტანეთ იგი საცხობ ლანგარზე და გამოაცხვეთ 250 გრადუსზე 10-15 წუთით. როდესაც ფენა გამოცხვება, ცომის დარჩენილი ორი ნაჭერიც ზუსტად ასე გამოაცხვეთ.

4. ვაშლი გათალეთ და გაასუფთავეთ. შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებად.

5. მოთუშეთ ვაშლი საშუალო ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ კარგად არ დარბილდება, რომ მისი დაჭყლეტა გაგიადვილდეთ.

6. კარაქი დაარბილეთ და შაქართან და არაჟანთან ერთად  გაცივებულ ვაშლს დაუმატეთ. მასა მიქსერით ათქვიფეთ.

7. წაუსვით კრემი გამომცხვარ ფენებს, კრემიმანი ფენები ერთმანეთზე დაალაგეთ და სულ ბოლოს კვლავ წაუსვით კრემი. ტორტის ზედაპირი კაკლით ან ხილით შეგიძლიათ გააფორმოთ. შეინახეთ ტორტი მაცივარში 2-4 საათით.

გემრიელად მიირთვით!