როგორ მოვამზადოთ ბოსტნეულის ლაგმანი იმ პროდუქტებისგან, რომლებიც მუდამ ხელთ გვაქვს

1777

ლაგმანი შუა აზიის ქვეყნების ტრადიციული კერძია, რომელიც მდიდარი გემოთი გამოირჩევა. სახეობისა და მომზადების წესებით, ის რეგიონების მიხედვით განსხვავდება. სწორედ ამიტომ, ინგრედიენტების მრავალფეროვნება შეზღუდული არ არის.

ლაგმას ყველაზე ხშირად ხორცით ამზადებენ, მაგრამ მისი მთავარი შემადგენელი გახლავთ ატრია (ლაფშა). ლაგმანს აზიური ტყუისცალი – რამენი ჰყავს, რომელიც ძალიან პოპულარულია იაპონიასა და ჩინეთში, თუმცა მასში მოხარშულ კვერცხსა და მჟავეებსაც უმატებენ.

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. ზეთი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც ბულგარული
  • 1 ც სტაფილო
  • 50 გრ მწვანე ლობიო
  • 3 ც კარტოფილი
  • 100 გრ ატრია
  • 100 გრ ყაბაყი
  • 1 ჩ.კ. ტომატის პასტა
  • 1 ლ ბოსტნეულის ბულიონი
  • პაპრიკა გემოვნებით
  • პილპილის ნაზავი გემოვნებით
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 1 მწ კურკუმა
  • 1 მწ ქონდარი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1. გაფცქვენით და დაჭერით ყველა ბოსტნეული მცირე კუბებად.

2. ღრმა ჭურჭელში ჩაასხით ზეთი და მოთუშეთ ხახვი, სტაფილო, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა და ლობიო.

3. მოამზადეთ 5 წთ და დაუმატეთ კარტოფილი, შემდეგ მარილი და სუნელები.

4. ატრია შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ან შეიძინოთ მაღაზიაში. მოხარშეთ ცალკე.

5. დაამატეთ ბოსტნეულს ტომატი, როგორც კი კარტოფილი დარბილდება. შემდეგ დაასხით ბულიონი ან მდუღარე წყალი.

6. დაუმატეთ მწვანილი დაფნა და ბოლოს ატრია. მოამზადეთ კიდევ 2 წთ და გადმოდგით.

უგემრიელესი კერძი მზადაა! შეგიძლიათ გამოიყენოთ საქონლის ბულიონი, დაუმატოთ სოკო გემოვნების მიხედვით. ეს კერძი ღიაა ექსპერიმენტებისთვის. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!