როგორ მოვამზადოთ ანანასი გრილზე სწრაფად და გემრიელად

1510

ანანასი საოცარი ტროპიკული ხილია, რომელიც უამრავ ინგრედიენტს ეხამება. მშვენიერია სალათებში, დესერტებში და გარნირებში, მაგრამ ყველაზე კარგი მაინც ხორცთანაა.

პიკნიკების სეზონზე სცადეთ მოამზადოთ ანანასი გრილზე. ტრაპეზის მერე ეს დესერტი შესანიშნავი დასასრული გახდება, რადგან დაბალკალორიულიცაა და შეიცავს სასარგებლო ფერმენტებს, რომლებიც ხორცის მონელებას უწყობს ხელს.

ინგრედიენტები

  • 1 ც ანანასი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ს.კ. ყავისფერი შაქარი
  • 1 მწ მიხაკი

მომზადება

1. გათალეთ ანანასი, დაჭერით ჯერ შუაზე, მერე ოთხად. მაგარი ნაწილი ამოჭერით, დარჩენილი ნაწილები დაჭერით თანაბრად.

2. შეურიეთ დაფქული სუნელები და შაქარი (ან თაფლი) და მოაყარეთ ანანასის ნაჭრებს.

3. მოამზადეთ ბადეზე საშუალოდ ცხელ ნახშირზე, ხშირ-ხშირად გადააბრუნეთ.

4. მოხსენით ცეცხლიდან როცა ანანასი შიგნიდან ადუღდება, შაქარი კი კარამელიზირდება.

გააცივეთ ანანასი მირთმევამდე. მეტი სინაზისთვის რეკომენდებულია ჩაალბოთ ანანასი ქოქოსის ან სხვა რძეში 3 საათით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!