როგორ მოვამზადოთ ალუბლის ტორტი ფაფუკი ბეზეთი

1988

რთულად მოიპოვება ადამიანი, რომელსაც ალუბლის ტორტი არ გაუსინჯავს. მაგრამ ალუბლის ტორტი უზარმაზარი ბეზეს ქაფით – ეს უკვე საინტერესოა! ეს დესერტი ყველაფრით გაოცებს: ფხვიერი ქვედა ფენით, ალუბლის წვნიანი ჯემით და მსუბუქი, ღრუბლის მსგავსი ცილის „ქუდით“.

სასურველია გამოიყენოთ კარგად მოხარშლი ალუბლის მურაბა, რათა სიროფმა არ გაჟონოს ბეზეში. სიმართლე ითქვას, როგორი მურაბაც არ უნდა შეარჩიოთ, ეს ტორტი იქამდე გაქრება, ვიდრე სიროფი გამოყოფას დაიწყებს – მას წამიერად დაიტაცებენ ოჯახის წევრები და სტუმრები.

ინგრედიენტები

  • 175 გრ ფქვილი
  • 500  ალუბალი
  • 90 გრ კარაქი
  • .კ.შაქარი
  • 7 ს.კ. შაქრის პუდრი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ს.კ. წყალი
  • 0,5 ჩ.კ. სახამებელი
  • 7 კვერცხის ცილა

მომზადება

1. საფუძვლის მოსამზადებლად შეურიეთ კარაქი, ფქვილი, 2 ს.კ. შაქარი, კვერცხის გული და 1 ს.კ. წყალი. მოზილეთ ფხვიერი ცომი, საცხობის ფორმაზე წაუსვით კარაქი, მოათავსეთ ცომი ისე რომ კიდეებზეც გადმოვიდეს.

2. მოაცილეთ ალუბლებს კურკები, დააყარეთ 2 ს.კ. შაქარი და აადუღეთ სქელი სიროფის მიღებამდე. შესქელებული რძის კონსისტენციის უნდა გამოვიდეს. ბოლოს დაუმატეთ სახამებელი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა მურაბა.

3. წაუსვით მურაბა ცომს და შედგით ღუმელში 10 წუთით.

4. ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაამატეთ შაქარი. მასა მყარი უნდა გამოვიდეს.

5. წაუსვით ბეზე ფირფიტას და გამოაცხვეთ 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში.

6. გამორთეთ ღუმელი და კიდევ 10 წუთით დატოვეთ. შემდეგ გამოიღეთ და გააცივეთ.

თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, გამოგივათ 20 სმ სიმაღლის ტორტი! ალუბლის ნაცვლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქლიავი. ვიმედოვნებთ, რომ ეს რეცეპტი შთაგაგონებთ კულინარიული შედევრის შესაქმნელად.