როგორ გამოვაცხოთ ფაფუკი ბიკსვიტი

1045

ვის არ უყვარს გემრიელი ტორტები? რბილი, ნაზი, ფაფუკი – ეს იდესლური ბისკვიტის მახასიათებლებია.

ბისკვიტზეა დამოკიდებული ტორტის გემო და სტრუქტურა.

ერთი შეხედვით ბისკვიტის მომზადება მარტივია, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი.

იდეალური ბისკვიტს მომზადება

  1. აუცილებელია ინგრედიენტების ზუსტი რაოდენობით გამოყენება. მაგალითად: 6 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი, მწიკვი სოდა და 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი.
  2. კვერცხის ათქვეფამდე ის მოათავსეთ 10-15 წუთი საყინულეში.
  3. კვერცხი ათქვიფეთ ღრმა ჯამში მიქსერის სწრაფი სიჩქარით.
  4. როცა კვერცხის მასა ძალიან კარგად ამოფუვდება, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი.
  5. გამორთეთ მიქსერით და დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მოურიეთ კოვზით, დაუმატეთ სოდა ან გამაფხვიერებელი. კონდიტერები გირჩევენ სოდის გამოყენების შემთხვევაში აუცილებლა გავააქტიუროთ ლიმონის წვენით ან ძმრით, მაგრამ ეს ორი ინგრედიენტი ცალ-ცალკე უნდა დავუმატოთ ცომს.
  6. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. გამოაცხვეთ 45 წუთი, აკონტროლეთ ცხობის პროცესი.
  7. ცხობისას არ გამოაღოთ ღუმელის კარი.
  8. ფორმაშივე გააგრილეთ ბისკვიტი და შემდეგ გადმოიტანეთ.

ამ რეცეპტის მეშვეობით ყოველთვის საუკეთესო ბიკვიტი გამომდის.

გემრიელად მიირთვით!