ჩემს მეგობარს ძალიან უყვარს ახლობლებისთვის ტორტის გამოცხობა დღესასწაულებზე და საყვარელი ადამიანებისა და ოჯახის წევრების გახარება გემრიელი ნამცხვრებით. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. როდესაც ჩვენ კულინარიულ კურსებზე ტორტის ბისკვიტის გამოცხობას ვსწავლობდით, ჩვენთვის ეს ძალიან რთული ამოცანა იყო.
საქმე იმაშია, რომ კურსებზე ძირითადად გამოცდილი დიასახლისები ეწერებოდნენ, რომლებსაც მხოლოდ თავიანთი უნარების გაუმჯობესება უნდოდათ. ხოლო ჩვენ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და ჩვენ თვითონ ვისწავლეთ ყველაფრის მომზადება, მათ შორის დესერტების. მაშინ, როდესაც სხვა დანარჩენს იდეალურად გლუვი და ჰაეროვანი ტორტის ბისკვიტები გამოსდიოდათ, ჩვენ პირიქით, ბრტყელი და ულამაზო ბისკვიტები გამოგვდიოდა.
მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მაინც შევძელით გაგვეგო, თუ როგორ გამოგვეცხო იდეალურად გლუვი, ჰაეროვანი და ფაფუკი ბისკვიტი, და დღეს, სწორედ მისი მომზადების საიდუმლოს გაგიმხელთ.
გლუვი ბისკვიტი
როგორ გამოვაცხოთ ბისკვიტი
პირველი და ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოთ-კარგად უნდა ათქვიფოთ ცომი. თუ გსურთ მიიღოთ მაღალი და ჰაეროვანი ბისკვიტი, ნუ დაიშურებთ ძალებს მის მოსამზადებლად. არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ ცომის თქვეფა და ნუ გააჩერებთ მზა ცომს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზულტატი ნამდვილად გაგიცრუებთ იმედებს.
ძალიან ბევრი ადამიანი, სანამ ბისკვიტს გამოსაცხობად მოათავსებენ, ღუმელს წინასწარ აცხელებენ და ამ დროის განმავლობაში ამზადებენ საცხობ ფორმას ცომის ჩასასხმელად. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ბისკვიტის მომზადების დროს. კარგად ათქვეფილი ცომი უნდა ჩაასხათ წინასწარ გამზადებულ საცხობ ფორმაში და მაშინვე მოათავსოთ ცივ ღუმელში, შემდეგ კი უნდა ჩართოთ იგი საჭირო ტემპერატურაზე.
ცხობის ოპტიმალური ტემპერატურა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ღუმელი გაქვთ, მაგრამ თუ ჯერ დამწყები ხართ, უმჯობესია ტემპერატურა 160-180 გრადუსზე დააყენოთ.
კიდევ ერთი ხრიკი: სანამ ცომს ღუმელში მოათავსებდეთ, ზემოდან ფოლგა გადააკარით და მასზე რამდენიმე ნახვრეტი გააკეთეთ ჰაერის გამოსასვლელად.
იმისათვის, რომ ბისკვიტი შიგნიდან თანაბრად გამოცხვეს და გარედან არ დაზიანდეს, აუცილებლად მოათავსეთ საცხობი ფორმა ღუმელის შუა ნაწილში. ეს სრულიად გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ ბისკვიტის ზედაპირი გაიბზარება ან ქვედა ნაწილი დაიწვება.
როდესაც ცომს ღუმელში მოათავსებთ, მინიმუმ ნახევარი საათით დაივიწყეთ მისი არსებობის შესახებ. ამ დროის გასვლის შემდეგ, შეგიძლიათ გააღოთ ღუმელის კარი და ბისკვიტს ფოლგა მოაშოროთ.
თუ კარს ნახევარ საათზე ადრე გააღებთ, ცივი ჰაერის შეღწევის გამო ჰაეროვანი ბისკვიტი დაეცემა. იმისათვის, რომ ბისკვიტის ნაცვლად ტკბილი, თხელი ბლინი არ გამოგივიდეთ, ცნობისმოყვარეობა გვერდზე გადადეთ და მოთმინება იქონიეთ.
იმის გათვალისწინებით, რომ ღუმელის წინასწარ გაცხელება არ გიწევთ, ბისკვიტის ცხობის სტანდარტული დრო დაახლოებით 10 წუთით იზრდება.