რბილი და გემრიელი ფუნთუშა ხაჭოს შიგთავსით

2376

ამ საოცარი ფუნთუშის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 250გ
  • ხაჭო 170გ
  • რძე 100მლ
  • შაქარი 100გ
  • მცენარეული ზეთი 50მლ
  • გმაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ვანილი 1 შეკვრა
  • მარილი 1/3 ჩაის კოვზი

შიგთავსისთვის

  • ხაჭო 200გ
  • სიმინდის სახამებელი 1,5 სუფრის კოვზი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი

მოსაყრელად

  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი.

2.ხაჭო მოათავსეთ დიდ ჯამში, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და მარილი.

3.ჭანგლის მეშვეობით მიეციტ ერთგვაროვანი ფორმა.

4.დაუმატეთ რძე და მცენარეული ზეთი.

5.კარგად მოურიეთ.

6.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მოაყარეთ მასას.

7.დაიწყეთ ცომის მოზელვა. ცომი უნდა გამოგივიდეთ რბილი.

8.ცოტახნით ცომი გადადეთ გვერდზე.

9.სანამ ცომი ისვენებს მოვამზადოთ შიგთავსი.

10.ჯამშ მოათავსეთ ხაჭო დაუმატეთ შაქარი და სახამებელი.

11.ეს მასაც ჩანგლით დაამუშავეთ.

12.მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით და მასზე მოათავსეთ ცომი.

13.გააბრტყელეთ 3-5მმ სისქის ფენად.

14.პიცის საჭრელით გაჭერით მართკუთხედებად.

15.მართკუტხედის ერთ ბოლოში მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი შიგთავსი.

16.დაახვიეთ რულეტისებურად.

17.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მასზე მოათავსეთ ცომი ნაკერით დაბლა.

18.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.

19.გამომცხვარ ფუნთუშებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!