რატომ უნდა დავუმატოთ ცომს ფორთოხლის წვენი

1009

მარხვისას ყველას რაიმე განსხვავებულის და გემრიელის მომზადება გვინდა. დღეს ჩვენმა რედაქციამ საოცარი რეცეპტი მოგიმზადათ.

ფორთოხლის ბისკვიტი

ეს დესერტი ციტრუსების მოყვარულებს ძალიან მოეწონება. ფორთოხლის სამარხვო დესერტი საოცარი აროამტით აღავსებს თქვენს სამზარეულოს.

ინგრედიენტები

  • 2 ჩაის კოვზი ფორთოხლის ქერქი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 30მლ ძმარი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 380გ ფქვილი
  • 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • 250გ შაქარი
  • 0,75 ჭიქა სიმინდის ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი წყალი

მომზადება

  1. 0,75 ჭიქა ფორთოხლის წვენს დაუმატეთ 180გ შაქარი, ზეთი და ქერქი, ყველაფერი ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ძმარი და გააგრძელეთ თქვეფა.

2.მასას დაუმატეთ მარილი და ფქვილი. სოდა გახსენით 2 სუფრის კოვზ წყალში და დაუმატეთ ცომს.

3.ცხობისთვის გამოიყენეთ 22სმ ფორმა. ამოფინეთ პერგამენტით და წაუსვით ზეთი.

4.ცომი ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 30 წუთი 180 გრადუსზე.

5.დარჩენილი წვენით და შაქრით მოამზადეთ სიროფი. ცივი ბისკიტი დანამეთ სიროფით.

ეს ბისკვიტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტორტებისთვის.

შეგიძლიათ მოამზადოთ კრემი და წაუსვათ ტორტს.

გემრიელად მიირთვით!