პურისა და კარაქის პუდინგი ლეღვით – იტალიელების საყვარელი, საშობაო დესერტი

1107

პანეტონე ტკბილი ნამცხვარია, ქიშმიშით და დაშაქრული ხილით, რომელსაც იტალიელები საშობაოდ აცხობენ. პანეტონე შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ტკბილი ქიშმიშიანი ფუნთუშით ან სააღდგომო კულიჩით.

ინგრედიენტები:

  • 1 ფინჯანი მსუბუქი ნაღები
  • 1 ფინჯანი რძე
  • 1 ვანილის ჩხირი, სიგრძეზე გაჭრილი
  • 3 დიდი კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 350 გ პანეტონე, დაჭრილი
  • 1/2 ფინჯანი ფორთოხლის ჯემი
  • 225 გ ლეღვის ჩირი, დაჭრილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • ათქვეფილი ნაღები ან ნაყინი – სუფრაზე მისატანად

6 ულუფა

მომზადება: 20 წუთი + 10 წუთი გასაგრილებად

ცხობა: 40-50 წუთი

დონე: 1

მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 177 ℃ (180 ℃; აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 4).
  2. წაუსვით ცხიმი 20 სმ დიამეტრის ცეცხლგამძლე ლანგარს.
  3. ნაღები, რძე და ვანილის ჩხირი პატარა ქვაბით საშუალო ზომის ცეცხლზე შემოდგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. გადადგით.
  4. საშუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, სანამ მკრთალი ფერის და კრემის სისქის არ გახდება.
  5. თანდათან ჩაასხით ნაღების მასა და ურიეთ გაზავებამდე.
  6. ამოიღეთ ვანილის ჩხირი.
  7. პანეტონეს (იტალიური ნამცხვარი) ნაჭრებს გადაუსვით ჯერ კარაქი და შემდეგ ჯემი. ჩაალაგეთ მომზადებულ ლანგარში და ლეღვი მოაყარეთ. დაასხით კრემის ნაზავი და ოდნავ დაპრესეთ, რომ პანეტონეს ნაჭრები კარგად გაიჟღინთოს. მოაყარეთ შაქარი.
  8. აცხვეთ 40-45 წუთი, სანამ არ გამაგრდება და ოქროსფერს მიიღებს. გამოიღეთ ღუმელიდან და დატოვეთ 10 წუთი.
  9. სუფრაზე მიიტანეთ თბილი, ათქვეფილ ნაღებთან ან ნაყინთან ერთად.