პური 6 წუთში ფქვილის, სახამებლის, გლუტენისა და საფუვრის გარეშე. მიირთვათ პური და დაიკლოთ წონა – ახლა უკვე შესაძლებელია

1984

პური ჩვენი ყოველდღიური კვების განუყოფელი ნაწილია. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მაღაზიის დახლებზე შემოთავაზებული პროდუქცია ყოველთვის საეჭვოდ გამოიყურება. ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ იმ ფაქტის მოწმეები, თუ როგორ იყენებენ სხვადასხვა მწარმოებელი კომპანიები და ქარხნები მავნე ქიმიურ ნივთიერებებსა და საღებავებს, რასაც ჩვენს ჯანმრთელობაზე დამანგრეველი გავლენა აქვს. არც თეთრი ფქვილი და საფუარია სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი ფიგურისთვის, რის გამოც ყოველთვის ვეძებთ პურის ალტერნატივას.

როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? საუკეთესო ვარიანტი პურის საკუთარი ხელით გამოცხობაა. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ერთ გასაოცარ რეცეპტს, რომელიც პირადად დაახლოებით 1 წლის წინ აღმოვაჩინე და მას მერე პურს ყოველთვის საკუთარი ხელით ვამზადებ, თანაც ფქვილის, გლუტენის, სახამებლისა და საფუვრის გარეშე. ცოტათი უცნაურად ჟღერს, არა? გარდა იმის, რომ ასეთი პური სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მას დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ფიგურაზეც.

ჩვენი დღევანდელი რეცეპტი შემუშავებულია სწორედ დუკანის დიეტისთვის. ამ ეფექტური გასახდომი სისტემის აუცილებელი წინაპირობაა ყოველდღიურად 2 ს.კ. შვრიის ქატოს მირთმევა. არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით მიიღებთ მას: წყალთან, კეფირთან, წვენთან, სალათებთან თუ ფაფებთან ერთად, მთავარია, შვრიის ქატო ორგანიზმში მოხვდეს.

დიეტური პური, რომლის რეცეპტსაც ახლა გთავაზობთ, მიკროტალღურ ღუმელში მზადდება, თანაც ძალიან სწრაფად და მარტივად.

დიეტური პური ფქვილის გარეშე

ინგრედიენტები:

  • 4 ს.კ. შვრიის ქატო
  • 2 ს.კ. კეფირი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • მეოთხედი ჩ.კ. სოდა

 მომზადება:

1. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში ჭიქაში ან პატარა ზომის თასში.

2. მიღებული ერთგვაროვანი მასა ჭიქიანად შედგით მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ სიმძლავრეზე 3-4,5 წუთით.

3. დიეტური, ამავდროულად სასარგებლო პური მზად არის!

ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!