პროტეინების ბომბი: სურნელოვანი ოსპის დალი გოგრით და შემწვარი ქათმის ბარკლებით

1544

საოცარი რამაა ოსპი, ხორცზე არანაკლებ ანაყრებს და მასზე გაცილებით იაფი ღირს, თან მომზადების სპეციალური ტექნიკა არ სჭირდება. ოსპს ხარშავენ, ამატებენ კარაქს და მიირთმევენ როგორც დამოუკიდებელ კერძს, ან ბრინჯთან ამზადებენ როგორც ინდოეთში და ნეპალში. და თუკი სუნელებს და ბოსტნეულს დაუმატებთ, მიიღებთ ტრადიციულ ინდურ ოსპის სუპს, რომელსაც დალი ეწოდება.

დალის ინდოეთში არამხოლოდ სუპს, არამედ სქელ სოუსსაც უწოდებენ. ეს გახლავთ ნამდვილი “ცილოვანი ბომბი”, რომელიც იდეალურია მათთვის, ვინც ზედმეტ წონას ებრძვის. ნეპალელები ამ კერძს დიდი ოდენობით მიირთმევენ და არ დარდობენ ზედმეტ კილოგრამებზე.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ოსპი
  • 2 ც ხახვი
  • 200 გრ გოგრა
  • 2 ს.კ. კარაქი
  • 3 ც კარტოფილი
  • 1 კბ ნიორი
  • 0,25 ჩ.კ. ბეგქონდარა
  • 0,25 ჩ.კ. დარიჩინი
  • 0,25 ჩ.კ. კარდამონი
  • 0,25 ჩ.კ. ქონდარი
  • 0,25 ჩ.კ. კურკუმა
  • 2 ც ქათმის ბარკალი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ და ჩაალბეთ წითელი ოსპი წყალში. წაუსვით ქათმის ბარკლებს მარილი, პილპილი და ზეთი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
  2. ღრმა ტაფაში მოთუშეთ ნიორი, ოსპი და ხახვი. დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი, გოგრა და დაასხით წყალი ისე რომ მთლიანად დაფაროს პროდუქტები. წამოადუღეთ, დაუკელით ცეცხლს, დააფარეთ თავსახური და მოამზადეთ 20 წუთის განმავლობაში.
  3. მოთუშეთ 1 ს.კ. ზეთში ყველა სუნელი, დაუმატეთ მარილი, პილპილი 2-3 წთ. დაუმატეთ კერძში შემწვარ ბარკლებთან, მარილთან და პილპილთან ერთად და კიდევ 10 წთ მოამზადეთ.

დალის მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილი სუნელებია. ისინი საგრძნობლად ცვლიან კერძის გემოს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!