პროდუქტებმა სახე რომ არ დაკარგოს და არ გაფუჭდნენ ასე ინახავენ ელიტურ რესტორნებში.

1564

დიასახლისებს მაცივარში შეხედვისას საზარელი სანახაობა ხვდებათ: პროდუქტი, რომელიც თანდათან ფუჭდება, ან პროდუქტი, რომელიც უკვე გაფუჭებულია. იმისთვის, რომ აღარ გადაყაროთ პროდუქტი ნაადრევად, შეინახეთ ხილ-ბოსტნეული უფრო დიდხანს ჩვენი რჩევების გამოყენებით.

პროდუქტის შენახვა მაცივარში

1. ბულგარული წიწაკა – გამოცდილმა მზარეულმა იცის, რომ ბულგარული წიწაკა უჩვეულო სახით უნდა შეინახოს – თითოეული მათგანი უნდა გაახვიოთ ქაღალდის ხელსახოცში.

2. მარწყვი – მარწყვის შენახვაც წიწაკასავით უჩვეულოა, თუმცა არაა აუცილებელი მისი სათითაოდ გახვევა, უბდალოდ დააფინეთ მყარ საგანზე რამდენიმე ხელსახოცი და დაალაგეთ მარწყვი, ასევე შეგიძლიათ კვერცხის ყუთში მოათავსოთ ისინი.

3. ბადრიჯანი – ეს ბოსტნეული ძალიან მგრძნობიარეა სინათლისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. ამიტომაც დაალაგეთ ბადრიჯნები ერთ რიგად და გადააფარეთ ქსოვილი. არ დაგავიწყდეთ, რომ ბადრიჯანი მხოლოდ 1 თვე ინახება, შემდეგ ის სწრაფად კარგავს ტენს და დუნე ხდება.

4. კიტრი – კიტრი სხვა ბოსტნეულთან შედარებით 3-4 დღის განმავლობაში ძალიან კარგად ინახება, იმისთვის, რომ მისი შენახვვის ვადა 10 დღემდე გაზარდოთ, საკმარისია მოათავსოთ ის პოლიეთილენის პარკში და დააფაროთ სუფთა ბინტი(არ დახუროთ პარკი). გახსოვდეთ, რომ ყოველ 3 დღეში უნდა სეამოწმოთ პარკი და მოაშოროთ იქედან გაფუჭებული ბოსტნეული.

5. პომიდორი – იმისთვის, რომ პომიდვრის შენახვის ვადა 10 დღემდე გაზარდოთ, შეინახეთ იგი ბოსტნეულის განყოფილებაში ყუნწებით მაღლა და დააფარეთ თითოეულ მათგანს ქაღალდი.

6. სტაფილო – სტაფილოს ვადის გახანგრძლივება 14 დღემდე ჩვეულებრივ წყალს შეუძლია. გაავსეთ სუფთა კონტეინერი წყლით და ჩაალაგეთ შიგ კარგად გარეცხილი სტაფილო.

7. ბოლოკი – ბოლოკის ვადის გახანგრძლივება 7 დღემდე შეგიძლიათ. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ მინის ქილა პოლიეთილენის სახურავით და წყალი. ჩაასხით ქილაში 2 ს/კ წყალი და შემდეგ ჩაალაგეთ ბოლოკები. დალუქეთ და შედგით მაცივარში.

8. ავოკადო – თუ თქვენ შეიძინეთ მკვახე ავოკადო, ჩაალაგეთ ის ქაღალდის პაკეტში და გააჩერეთ მოსამწიფებლად ოთახის ტემპერატურაზე. როცა ავოკადო დამწიფდება, ჩადეთ ის ელვიან პაკეტში და მოათავსეთ მაცივარში.

9. სატაცური – თუ შეიძენთ ახალ სატაცურს, მოათავსეთ წყლიან ჭიქაში და შედგით მაცივარში. ასე თქვენ გაზრდით მისი მოხმარების ვადას თითქმის ორჯერ.

10. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო – ეს ბოსტნეული გიჟდება ტენზე. ჩაალაგეთ ისინი წყალში და დააფარეთ სუფთა პირსახოცი. ნუ დაგავიწყდებათ წყლის რეგულარულად გამოცვლაც.

11. ნიახური – შეახვიეთ ნიახური საკვებ ფოლგაში და ასე შედგით მაცივარში.

თქვენ როგორ ინახავთ ხილ-ბოსტნეულს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.