“პოგაჩიცე” – სერბული პურის, ძალიან გემრიელი და მარტივი რეცეპტი ნაბიჯ-ნაბიჯ

1612

დღეს გვინდა თქვენი ყურადღება მივიქციოთ უჩვეულოდ ლამაზი და გემრიელი პურით. ეს არის სერბული პური სეზამის მარცვლებით. საოცრად არომატული და დასამახსოვრებელი გემოთი. აი მისი რეცეპტიც.

ინგრედიენტები: 

  • 600 გ ფქვილი
  • 400 მლ რძე
  • 3 ჩ.კ. საფუარი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 2 ჩ.კ. მარილი
  • 100 გ კარაქი
  • 1 კვერცხის გული
  • ქუნჯუთის (სეზამის) მარცვლები

მომზადების წესი:

  1. ფქვილი გავცრათ, მოვაყაროთ საფუარი, მარილი, შაქარი და ნელ-ნელა დავასხათ თბილი რძე.

2. მოვზილოთ ცომი.

3. ცომის გუნდას ცელოფანი და ტილო  გადავაფაროთ და ასაფუებლად თბილ ადგილას დავდგათ.

4. დაახლოებით 40-50 წუთში ცომი აფუვდება. აფუებული ცომი გადავიტანოთ დაფაზე და თანაბარი ზომის ნაჭრებად დავჭრათ (ჩვენ შემთხვევაში 12 ნაჭერია).

5. თითოეული ნაჭერი დავაგუნდაოთ და მოვათავსოთ ლანგარზე ასაფუებლად.

6. თავზე ცელოფანი გადავაფაროთ, რომ ქერქი არ გაიკეთოს.

7. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, როდესაც გუნდები აფუვდება, სათითაოდ გავაბრტყელოთ მრგვალად და ამოვავლოთ გამდნარ კარაქში.

8. ცომის ფირფიტები საცხობ ფორმაში ერთმანეთზე დავალაგოთ. ბოლო ფირფიტის ნაწილი პირველი ფირფიტის ქვეშ მოვათავსოთ.

9. თავზე გადავაფაროთ და ვაცადოთ აფუება.

10. როდესაც ამოვა, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და მოვაყაროთ ქუნჯუთის მარცვლები.

11. პური გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სანამ თავი კარგად დაებრაწება.

12. ნახეთ, როგორი ფაფუკია.

ვიმედოვნებთ მოგეწონებათ გასტრონომიის მიერ შემოთავაზებული სერბული პურის  რეცეპტი.

გემრიელად მიირთვით!