პეროგის რეცეპტი ვაშლითა და თაფლის სიროფით

1372

რეცეპტი, რომელსაც დღეს ჩვენ გაგიზიარებთ, სრულიად ახალია. სპეციალური ფორმების წყალობით პეროგები იზრდება სიგანეში და არა სიმაღლეში. დესერტის შიგთავსისთვის ძალიან ბევრი ვაშლი, ცოტაოდენი ბერძნული კაკალი და თხევადი თაფლი დაგჭირდებათ.

ღუმელში გამომცხვარი პეროგები ვაშლით

ამ პეროგების მომზადება საკმაოდ მარტივია. მათში მთავარი – დესერტისფორმირების უჩვეულო მეთოდია. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ცომი, თუნდაც საფუარიანი, ან სოდით მოზელილი.

თუ თქვენ ცომის თქვენეული რეცეპტი გაქვთ, შეგიძლიათ პეროგების მოსამზადებლად ის გამოიყენოთ. თუ არა, მაშინ გამოიყენეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი.

ინგრედიენტები საფუარუანი ცომისთვის

  • 550 გრ ფქვილი
  • 150 მლ თბილი რძე
  • 150 მ თბილი წყალი
  • 1 ც კვერცხი
  • 7 გრ მშრალი საფუარი
  • 4 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი

ინგრედიენტები სოდაზე დამზადებული ცომისთვის

  • 500 გრ რბილი ხაჭო
  • 2 კვერცხის ცილა
  • 250 მლ მცენარეული ზეთი
  • 250 გრ შაქარი
  • 30 გრ გამაფხვიერებელი
  • 800 გრ ფქვილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 300-400 გრ გათლილი ვაშლი
  • 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 120 გრ ბერძნული კაკალი
  • 150 გრ შაქარი
  • 100 გრ თაფლი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი

მომზადების წესი

1. იმისთვის, რომ საფუარიანი ცომი მოამზადოთ, შეურიეთ ერთმანეთს თბილი რძე და წყალი. დაუმატეთ კვერცხი და მოურიეთ. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები და თანდათან დაუმატეთ მშრალი ნარევი კვერცხისა და რძის ნაზავს, მოზილეთ ელასტიური ცომი. გადააფარეთ ცომს საკვები ცელოფანი და შეინახეთ თბილ ადგილას დაახლოებით 1 საათით.

2. ხაჭოზე დაფუძნებული ცომის მომზადება კიდევ უფრო ადვილია. ხაჭოს დაუმატეთ მცენარეული ზეთი, კვერცხის ცილა, შაქარი და გამაფხვიერებელი. ხელის ან ჩვეულებრივი მიქსერით ათქვიფეთ ინგრედიენტები. თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი, მკვრივი ცომი. შეინახეთ იგი მაცივარში 30 წუთით.

3. სანამ ცომი “ისვენებს”, მოამზადეთ შიგთავსი. ვაშლები გახეხეთ და დაუმატეთ 2 ს.კ. შაქარი და ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 10-15 წუთით. როდესაც ვაშლი წვენს გამოყოფს, უნდა გადაღვაროთ.

4. მშრალ ტაფაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწვით კაკალი, შემდეგ კი წვრილად დაჭყლიტეთ ცომის გასაყვანი ჯოხით. დეკორაციისთვის ცოტაოდენი უდეფექტო კაკლის ნახევრები შეინახეთ მთელ მდგომარეობაში.

5. ვაშლს დაუმატეთ დაჭყლეტილი კაკალი, დარჩენილი, დარიჩინი და თაფლი.

6. გაყავით ცომი თანაბარი ზომის ნაწილებად, თითოეული გაიყვანეთ, მათ ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი და მიეცით მათ ბურთისებრი ფორმა. დაალაგეთ პეროგები საცხობ ლანგარზე და “დაასვენეთ” 20 წუთით.

7. თითოეული ბურთის ცენტრის ზედაპირზე მოათავსეთ კაკლის ნახევარი. გადააფარეთ პეროგებს ზეთიანი პერგამენტი და ზემოდან მეორე საცხობი ლანგრით მსუბუქად დააჭირეთ.

8. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე და გამოაცხვეთ მასში პეროგები 15-20 წუთით ორ საცხობ ლანგარს შორის.

გემრიელად მიირთვით!