პეროგი თქვენი საყვარელი გულსართით – თხელი, უბრალო დასასხმელი ცომით

1603

გასტრონიმიას რედაქცია დღესაც უბრალო და მარტივად მოსამზადებელი პეროგით გაგანებივრებთ. ამის მომზადება ახალბედა დიასახლისებსაც ძალიან გაუმარტივდებათ. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს.

ინგრედიენტები: 

  • კეფირი – 100 გ
  • არაჟანი – 100 გ
  • მაიონეზი – 200 გ
  • კვერცხი – 3-4 ც
  • სოდა – 0,5 ჩ.კ.
  • მარილი – 0,5 ჩ.კ.
  • ფქვილი
  • თევზის კონსერვი 1-2 ქილა (შეგიძლიათ ცოცხალი თევზი, ფარში, კომბოსტო ან რაც გიყვართ ის გამოიყენოთ)
  • კარტოფილი 4-5 ც
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. არაჟანი, კეფირი, მაიონეზი, კვერცხი, მარილი, სოდა და ფქვილი კარგად აურიეთ ერთმანეთში.

2. ცომი უნდა გამოვიდეს ოლადის ცომის  მსგავსი.

3. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვათ, დავასხათ ცომის ნახევარი, ზედ დავალაგოთ მრგვალად დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ კონსერვიდან ამოღებული თევზი და ბოლოს მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი.

4. შემდეგ დაასხით დარჩენილი ცომის ნახევარი, კარგად მოვალამაზოთ ზედაპირი.

5. აირღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, გამოვაცხოთ 40-45 წუთის განმავლობაში, როდესაც ოქროსფრად შეიფერება პეროგიც მზადაა.

გემრიელად მიირთვით!