პარდულასი ანუ სარდინიის მზე: იტალიური კექსები ყველის უგემრიელესი გულსართით

1314

პარდულასი ტრადიციული სარდინიული სააღდგომო ნამცხვარია. მის შიგთავსში ზაფრანას, ფორთოხლის ცედრასა და რიკოტას უმატებენ. პარდულასის რეცეპტი რეგიონების მიხედვით განსხვავდება.

მაგალითად, კუნძულის ცენტრალურ ნაწილში ცხვრის ყველს უმატებენ, ჩრდილოეთში კი დიდი ოდენობით ქიშმიშს. ჩვენ სამხრეთის ვარიანტს მივმართეთ – ყველაზე არომატულს და გემრიელს. მზად ხართ, ჩვენთან ერთად გამოაცხოთ?

ინგრედიენტები

  • 350 გრ ფქვილი
  • 50 გრ კარაქი
  • 100 მლ წყალი
  • 2 მწ მარილი
  • 500 გრ ყველი რიკოტა
  • 40 გრ მანანის ბურღული
  • 100 გრ შაქარი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • 1,5 ს.კ. ლიმონის ცედრა
  • 1,5 ს.კ. ფორთოხლის ცედრა
  • 2 კვერცხი
  • 3 გრ ზაფრანა

მომზადება

1. შეურიეთ 250 გრ ფქვილი, კარაქი და 1 მწ მარილი. დაუმატეთ 50 გრ წყალი, მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში.

2. 1 მწ ზაფრანას დაასხით 50 მლ ცხელი წყალი.

3. ცალკე შეურიეთ 100 გრ ფქვილი, რიკოტა, შაქარი, გამაფხვიერებელი, 2 კვერცხი, ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა, დაუმატეთ ზაფრანა სითხესთან ერთად, მანანის ბურღული და მოზილეთ ერთგვარი მასა. შიგთავსი მზადაა.

4. გააბრტყელეთ ცომი და ამოჭერით ჭიქით წრეები.

5. მოათავსეთ სათითაოდ გულსართი და მოუჭირეთ ისე როგორც ფოტოებზეა ნაჩვენები.

6. შედგით ნაწარმი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.

სურვილისამებრ, პარდულასი შეგიძლიათ მორთოთ დაჭრილი ნიგოზით, მინანქრით ან ცუკატებით. დესერტი განსაკუთრებით ბავშვებს მოეწონებათ. მყარი ფსკერი და ნაზი შიგთავსი გულგრილს არავის დატოვებს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!