ორცხობილები მცენარეული ზეთით და რძის გარეშე: დეტალური რეცეპტი

722

სახლში ცომეულის გამოცხობაზე ვგიჟდები! ასე ბიუჯეტი არ ზიანდება და თან ვიცი, რომ შემადგენლობაში საეჭვო დანამატები არაა. Gastronomia.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ორცხობილა მცენარეული ზეთით. რეცეპტი დაგეხმარებათ, როცა მაცივარში რძის პროდუქტი ვერ იპოვეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 0,5 ს/კ ვანილი
  • 0,3 ჭიქა მზესუმზირას ზეთი
  • 4 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 4 ს/კ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 3 ს/კ მთელი მარცვლეულის ფქვილი

მომზადების წესი:

1. კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ.

2. კარგად აურიეთ და ზეთი დაუმატეთ. კვლავ აურიეთ.

3. ფქვილის დამატების დროა. ჯერ მთელი მარცვლეულის ფქვილი დაუმატეთ, შემდეგ ხორბლის ფქვილი. ახლა მორევის გარეშე მარილი დაუმატეთ. მსხვილი მარილი უნდა იყოს, ასე ტკბილთან კომბინაციაში საინტერესო გემოს შეიძენს.

4. ნარევს, იგივე ცომს კარგად აურიეთ.

5. ორცხობილის ფორმები თქვენი ფანტაზიის მიხედვით მოიფიქრეთ. თავად მრგვალ ორცხობილებს გთავაზობთ. გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ: სეზამი, ფერადი მოსაყრელი, შაქარი, კაკალი.

6. საცხობ ფორმას ცხიმის წასმა არ სჭირდება. ისედაც კარგად ამოიღებთ. მომავალი დესერტი ცხელ ღუმელში (180 გრადუსამდე გახურებული) მოათავსეთ. 30 წუთით დაელოდეთ და გემოს რეცეპტორები გაახარეთ.

ასეთი ორცხობილა დიდხანს ინახება. პირსახოცის დაფარება ან თავსახურიან ქილაში ჩაწყობა არ დაგავიწყდეთ. ჩემი ჭურჭელი არასდროს ცარიელდება, ყოველ მეორე დღეს შევსებას ვცდილობ.