ინგრედიენტები
- კარაქი 125გ
- არაჯანი 125გ
- ჯემი 100გ
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- ხორბლის ფქვილი 250გ
- ვანილი 10გ
- ფორთოხლის ქერქი გემოვნებით
- შაქრის ფხვნილი გემოვნებით
მომზადება
- კარაქი, შაქარი, ვანილი, ფორთოხლის ქერქი და არაჟანი კარგად გადაურიეთ.
- დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი, გაყავით ორ ნაწილად, ორივე შეფუთეთ.
- მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
- გააბრტყელეთ ცომი. დაჭერით გრძელ ნაჭრებად 6-8 სმ.
- მოათავსეთ შიგთავსი და დაახვიეთ რულეტისებურად.
- გამოაცხვეთ 20 წუთი 180 გრადუსზე.
- ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!