ნუშის ტარტი მოხარშული კრემით

1441

ტარტის ათასგვარი ვარიაცია არსებობს, საერთოა მხოლოდ ცომი, რომელზეც ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი გულსართი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ხილიდან დაწყებული, შოკოლადით დამთავრებული. დღეს შემოგთავაზებთ ნუშის ტარტს მოხარშული კრემით.

ინგრედიენტები:

ცომი:

  • 150 გ კარაქი, კუბებად დაჭრილი, დარბილებული
  • 75 გ შაქრის პუდრი
  • 2 დიდი კვერცხის გული
  • 200 გ ფქვილი
  • 50 გ წმინდად დაფქული ნუში
  • 3-4 ჩაის კოვზი ცივი წყალი

გულსართი: 

  • 500 მლ რძე
  • 1 ვანილის ჩხირი, სიგრძეზე გაჭრილი
  • 4 დიდი კვერცხის გული
  • 100 გ შაქარი
  • 30 გ ფქვილი
  • 50 გ ნუში, დაფქული
  • 30 გ ალუბლის ჯემი
  • 50 გ ნუშის ფანტელი
  • შაქრის პუდრი, მოსაყრელად

ულუფა: 6-8

მომზადება: 30 წუთი + 1 საათი და 30 წუთი გასაცივებლად

ცხობა: 35 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი: 

  1. ცომი: 25 სმ დიამეტრის მქონე ტარტის ყალიბს მოსვით ცხიმი. მიქსერით, საშუალო სიჩქარით ათქვიფეთ კარაქი და შაქრის პუდრი, სანამ მკრთალი და კრემივით გახდება.
  2. შეათქვიფეთ თითო-თითო კვერცხის გული, როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
  3. შეურიეთ ფქვილი, ნუში და წყალი.
  4. დააგუნდავეთ, გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და გააცივეთ 1 საათი.
  5. ცომი გაშალეთ სუფთა, ოდნავ ფქვილმოყრილ დაფაზე და 5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.
  6. ცომი მოათავსეთ ყალიბში და გვერდები შემოაჭერით. თავზე დააფარეთ და მაცივარში გააცივეთ 30 წუთი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
  7. ცომიან ყალიბს პერგამენტი დააფარეთ და მშრალი მარცვლეული (ბარდა, ცერცვი, ოსპი, ბრინჯი და სხვა). მოაყარეთ.
  8. აცხვეთ 15 წუთი, სანამ ღია ოქროსფერს მიიღებს.
  9. მოაცალეთ ქაღალდი და სიმძიმე და დადგით გასაცივებლად.
  10. გულსართი: რძე და ვანილის ჩხირი ქვაბით შემოდგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადადგით.
  11. მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქრის პუდრი, სანამ მკრთალი და კრემის სისქისა არ გახდება.
  12. შეურიეთ ფქვილი და ნუში. თანდათან დაამატეთ ცხელი რძე, მორევით გაქენით. ისევ დაბალ ცეცხლზე შემოდგით და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ გასქელდება, 2-3 წუთი. ამოიღეთ ვანილის ჩხირი.
  13. ცომს ფუნჯით წაუსვით ალუბლის ჯემი და ზემოდან მოხარშული კრემი დაასხით. მოაყარეთ ნუში.
  14. აცხვეთ 20 წუთი სანამ ოქროსფერ-ყავისფერი გახდება.
  15. მოაყარეთ შაქრის პუდრი. სუფრაზე მიიტანეთ თბილი ან ოთახის ტემპერატურისა.

გემრიელად მიირთვით!