ნოყიერი ფუნთუშები სოუსით

798

ფუნთუშებისთვის ეს ფორმა თურქული რეცეპტიდან შევარჩიე. ამ სახის ცომთან მუშაობა განსაკუთრებით მიადვილდება.

ბებიაჩემი არასოდეს არ აცხობდა ფუნთუშებს ნაღების ან კეფირის სოუსის გარეშე. ამ მეთოდმა ნამდვილად გაუძლო დროის გამოცდას.

 ინგრედიენტები

  • რძე 250მლ
  • შაქარი 120გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 60მლ
  • საფუარი 14გ
  • ხორბლის ფვილი 500გ
  • კეფირი 100მლ
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • კურკუმა 0,25 ჩაის კოვზი
  • მარილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში ჩაასხით თბილი რძე. დაუმატეთ შქარი, საფუარი, მარილი და კვერცხი. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი, მოურიეთ. ჩაასხით კარაქი.

2.მოურიეთ. მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. 1,5-2 საათი თბილ ადგილას დაასვენეთ.

3.მზა ცომი ჩაზილეთ. მიეცით ბურთის ფორმა, დააფარეთ პაკეტი და დაასვენეთ.

4.ოთხკუთხედად გააბრტყელეთ, გაყავით რამდენიმე ნაწილად ( 8-10 ცალი ).

5.დეკორის სახით ჩაჭერით რამდენიმე ადგილას და გადაახვიეთ რულეტისებურად.

6.რულეტი მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში და დატოვეთ 30 წუთი. ამასობაში კეფირს დაუმატეთ კურკუმა და კვერცხის გული. მიღებული მასა მოასხით ფუნთუშებს.

7.გამოაცხეთ 170 გრადუსზე 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!