ნამცხვარი “კატის ენა”: 30 წუთი, 4 ინგრედიენტი და ტკბილეულობის მთელი კალათა

4366

კულინარიაში ხანდახან გამოცანები და საიდუმლოებები გვხვდება: არსებობს უამრავი რეცეპტი, რომელთა წარმომავლობაზე არაფერია ცნობილი. სწორედ ასეთს მიეკუთვნება ფრანგული ნამცხვარი “კატის ენა”, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ.

მსუბუქი ბისკვიტის ტკბილეული უამრავი საიდუმლოთია მოცული და შესაძლოა, ფრანგულ ღუმელებში ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ცხვებოდა. მარტივი რეცეპტი და ინგრედიენტები შესაძლებლობას მოგცემთ, ცოტათი მაინც შეეხოთ საფრანგეთის ისტორიას.

ინგრედიენტები

  • 100 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქრის პუდრი
  • 100 გრ ფქვილი
  • 3 კვერცხის ცილა

მომზადება

  1. დაარბილეთ კარაქი მიქსერით, დაუმატეთ შაქრის პუდრი და ათქვიფეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ კვერცხის ცილა, ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  2. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტი, ბისკვიტის მასა ჩაასხით საკონდიტრო ტომსიკაში და დაასხით ფორმაზე ზოლებად, ერთმანეთისგან 5 სმ დაშორებით. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრი.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ ნამცხვარს მოასხათ შოკოლადის მინანქარი ან მოაყაროთ თხილი. თუ დრო გაქვთ, ნამცხვრებისგან ტორტის მომზადებაც შეგიძლიათ – წაუსვით ნამცხვრის ფენებს მოხარშული კრემი. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!