ნამდვილი ქოქოსი არ გეგონოთ, ეს ნამცხვარია – სტუმრები გაოცებულები დარჩნენ

777

დღეს ჩვენ უცნაურ რეცეპტს შემოგთავაზებთ. ქოქოსის ნამცხვარ, მაგრამ არა სტანდარტული, არამედ დღეს ხელოვნების ნიმუში უნდა შევქმნათ. დახარჯული დრო და ენერგია ნამდვილად არაფერია მიღებულ შედეგთან შედარებით.

მარწყვის კონფი:

ინგრედიენტები

  • 200გ მარწყვი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი სახამებელი, წყალში გახსნილი

პიტნის მუსი:

ინგრედიენტები

  • 100გ ცხიმიანი ნაღები
  • 40გ შედედებული რძე
  • 50მლ რძე
  • 3გ ჟელატილი, 20მლ წყალში დარბილებული
  • 0,5 ჩაის კოვზი პიტნის პასტა

ქოქოსის მუსი:

ინგრედიენტები

  • 120გ შაქარი
  • 110მლ ქოქოსის რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 6გ ჟელატინი, 40ლ წყალში დარბილებული
  • 260მლ ცხიმიანი ნაღები
  • 20გ ვანილი

მომზადება

1.პირველ რიგში დაიწყეთ მარწყვის კონფის მომზადება. მარწყვს დაუმატეთ შაქარი და გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე. ადუღებისთანავე, ჩაყარეთ სახამებელი და მოხარშეთ 1 წუთი შესქელებამდე. ახლა კი შეგიძლიათ ჩაასხათ ნახევარსფეროს ფორმის ფორმაში და შეინახეთ საყინულეში.

2.დაიწყეთ პიტნის მუსის მზადება. შედედებული რძე, შაქარი და ჩვეულებრივი რძე მოათავეთ ქვაში, დადგით წყლის აბაზანაზე. დაელოდეთ მასის შექელებას, დაუმატეთ ჟელატინი, გააგრილეთ.

3.ათქვიფეთ ნაღები და რძის მასას მსუბუქად შეურიეთ. დაუმატეთ პიტნის მუსი. ნახევარსფეროებში ჩაასხით მუსი, რომელიც გაგრილებული შოკოლადითაა ამოვსებული. ამოავსეთ ფორმები და შეინახეთ მაცივარში. გაგრილების შემდეგ, მარწყვის კონფი მოათავსეთ გულსართის ცენტრში. მოასხით მუსი ფორმაში და შეინახეთ საყინულეში.

4.დროა ქოქოსის მუსი მოვამზადოთ. კვერცხის გულს დაუმატეთ რძე და მოურიეთ. მოაყარეთ შაქარი. კვერცხის მასა მოათავსეთ წყლის აბაზანაზე და დაელოდეთ მასის შესქელებას. ფადმოიტანეთ სოუსი ცეცხლიდან, დაუმატეთ ჟელატინი და დაელოდეთ გაგრილებას. ნაღები გააგრილეთ და ათქვიფეთ. კვერცხის და ნაღების მასები გააერთიანეთ. დიდ სფეროსებრი ფორმაში ჩაასხით შოკოლადი და გამაგრებას დაელოდეთ. ნახევრად ამოავსეთ ქოქოსის მუსით და შეინახეთ მაცივარში. მასში მოათავსეთ უკვე გაყინული ნახევარსფერო კონფით და მუსით, მოასხით დარჩენილი ქოქოსის მუსი. 2 დიდი ნახევარსფერო შეაერთეთ და მოასხით შოკოლადი.

ჩანგლის დახმარებით დესერტის დიზაინი მაქსიმალურად დაამსგავსეთ ქოქოსს. მოაყარეთ შოკოლადი.

არ დაგავიწყდეთ ზედაპირზე 3 ჩაღრ,ავებული ადგილის გაკეთება. ეს ქოქოსის უმთავრესი ელემენტია. მის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვები საღებავი, შოკოლადი ან კაკაოს მარცვლები.

გემრიელად მიირთვით!