ეს მარტივი ნამცხვარი თბილი მიირთვით ვანილის ნაყინთან ან ბერძნულ იოგურტთან ერთად. შვენიერი დესერტია შაბათ-კვირისთვის.
ინგრედიენტები:
- 3/4 ჭიქა (100 გ) კანგაცლილი ნიგოზი
- 1 ჭიქა (150 გ) ფქვილი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 3/4 ჭიქა (180 გ) მარილიანი კარაქი (პატარა ნაჭრებად დაჭრილი )
- 3/4 ჭიქა (150 გ) შაქარი
- 2 კვერცხი
- 5 პატარა, მწიფე მსხალი
- 60 გ შავი შოკოლადი (წმინდად გახეხილი)
- 2 ს/კ გარგარის ჯემი
ულუფა: 8
მომზადება: 20 წუთი
ცხობა:50-60 წუთი
მომზადების წესი:
- ბისკვიტი. ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 170 გრადუსზე. ტორტის ფორმას (20 სმ) ცხიმი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი და ჩააფინეთ.
- ნიგოზი წმინდად დაფქვით. დაამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და კარგად აურიეთ.
- დაამატეთ კარაქი და ხელით ურიეთ მანამ, სანამ ნამცეცებს არ დაემსგავსება. დაამატეთ შაქარი, კვერცხი და ცოტა ხანს კიდევ ურიეთ.
- მსხალი გათალეთ, გული ამოაჭერით და დაჭერით. შოკოლადი ცომში აურიეთ.
- ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმაში მოათავსეთ.
- მსხლის თხელი ნაჭრები ნამცხვრის ზედაპირზე წრიულად, თანმიმდევრობით დაალაგეთ.
- 50-60 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
- 10 წუთით ფორმაში გააჩერეთ, შემდეგ ცხაურზე გადაიტანეთ ბოლომდე გასაცივებლად.
- გარგარის ჯემი გაათბეთ და ნამცხვარს ფუნჯით მოუსვით.
გემრიელად მიირთვით!